მალხაზ მაჩალიკაშვილი: პერსონალურად ვთხოვ ქალბატონ თამარ ჩარკვიანს, აუცილებლად შევიდეს პარლამენტში

პერსონალურად ვთხოვ ქალბატონ თამარ ჩარკვიანს, აუცილებლად შევიდეს პარლამენტში და მიიღოს მონაწილეობა ჩვეული გულისხმიერებით და პრინციპულობით საგამოძიებო კომისიის შექმნაში და მუშაობაში,  – ამის შესახებ  შვილმკვდარი მამა მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა. როგორც ცნობილია, მალხაზ მაჩალიკაშვილი თემირლანი მაჩალიკაშვილის საქმის შესასწავლად პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, ამჯერად ის პარტიის „კანონი და სამართალის“ ლიდერს თაკო ჩარკვიანს მიმართავს, რომ პარლამენტში შევიდეს და ამ საქმის გამოძიებაში ჩაერთოს. „მივმართავ საქართველოს პარლამენტს,  ჩემი შვილის თემირლანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტში, რათა ბოლო-ბოლო ნათელი მოეფინოს ყველაფერს და გაირკვეს სრული სიმართლე. თითოეულ დეპუტატს ვთხოვ მხარდაჭერას, რათა ხმა მისცეს საგამოძიებო კომისიის შექმნას და პერსონალურად ვთხოვ ქალბატონ თამარ ჩარკვიანს, აუცილებლად შევიდეს პარლამენტში და მიიღოს მონაწილეობა ჩვეული გულისხმიერებით და პრინციპულობით საგამოძიებო კომისიის შექმნაში და მუშაობაში.  წინასწარ თითოეულს გიხდით მადლობას და იმედი მაქვს სამართალი იზეიმებს პატივისცემით ვახა მაჩალიკაშვილი”, – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი  ფეისბუკის საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-მა) იგი ცნობილ ტერორისტ აჰმედ ჩატაევთან კავშირში ეჭვმიტანილად ცნო. როგორც სუს-ში განმარტეს, სპეცრაზმელმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც შენიშნა, რომ იგი ხელყუმბარის აფეთქებას აპირებდა. დაჭრილი მაჩალიკაშვილი ორი კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მაჩალიკაშვილის ოჯახი მთელი ამ ხნის მანძილზე თემირლანის უდანაშაულობას ამტკიცებდა და აცხადებდა, რომ თემირლანს ხელში არა ხელყუმბარა, არამედ ტელეფონი ეჭირა, ხელყუმბარა კი სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა უკვე სროლის შემდეგ დაუდეს. გარდა ამისა, თემირლანის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ამტკიცებდა, რომ მის შვილს ტერორისტებთან კავშირი არ ჰქონდა....
წყარო

Elenica

თბილისი
  • 14 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 1 საათის წინ

Anka

თბილისი
  • 9 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 7 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 15 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 1 საათის წინ

Lilu

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 6 დღის წინ

молодая

თბილისი
  • 12 თვის წინ

დეა

თბილისი
  • 1 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 12 თვის წინ