პროკურატურასთან დააკავეს კიდევ ოთხი აქტივისტი

საქართველოს პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე, რომელიც ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო ძალადობისა და სავარაუდო გაუპატიურების საქმესთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიღების მოთხოვნით იმართება, კიდევ ოთხი აქტივისტი დააკავეს. ერთ-ერთი მათგანია ნიკა ფარულავა. ბოლოს დაკავებულები არიან აქტივისტი ქალები, რომლებიც პროტესტს მოძრაობა „დროას" ლიდერ ელენე ხოშტარიასთან ერთად გამოხატავდნენ. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, აქტივისტების დაკავების მიზეზი ხდება წარწერის გაკეთების მცდელობა. три ცოტა ხნის წინ პროკურატურასთან ასევე დააკავეს აქტივისტი გიგა მაქარაშვილი. ჯერჯერობით უცნობია სამართალდამცავები დაკავებულებს რას ედავებიან. რადიო თავისუფლება ცდილობს შსს-სთან დაკავშირებას. მაქარაშვილს პარლამენტის არჩეულ დეპუტატ ელენე ხოშტარიასთან ერთად პროკურატურაში შესვლა სურდა. მისი დაკავების შემდეგ პოლიციამ პროკურატურასთან კორდონი მოაწყო და არ აძლევენ მოქალაქეებს შესასვლელში ყოფნის უფლებას. სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის ირგვლივ ოთხი გამოძიებაა დაწყებული. მათ შორის, ერთი - სავარაუდო გაუპატიურების, დანარჩენი სამი კი სავარაუდო ძალადობის შესახებ. შსს-ს განცხადებით, პანსიონატთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის ოთხ საქმეზე მიმდინარეობს. ...
წყარო

Inga

თბილისი
  • 7 თვის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 12 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 6 დღის წინ

Marikuna

თბილისი
  • 14 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 7 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 44 წუთის წინ

Ninaka

თბილისი
  • 10 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 9 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 3 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 7 თვის წინ