ვისთვისაც პრიორიტეტი იყო ამნისტია და ამის გამო შემოვიდა პარლამენტში, იმათ იმტვრიონ თავი

ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულება ისევ უცვლელია. ხელისუფლების ოპონენტები “ქართული ოცნების” კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ. მათთვის მიუღებელია კანონპროექტში არსებული ბუნდოვანება და პასუხგაუცემელი კითხვები. ოპოზიციის შეფასებით, 20 ივნისის მოვლენებში ბრალდებულ ყველა პირზე კანონპროექტის თანაბრად გავრცელება უსამართლოა და დოკუმენტი არ პასუხობს შარლ მიშელის დოკუმენტს. პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ამნისტიის “ქართულ ოცნებისეულ” ვარიანტს, მათ ავანსად იმ პირობით დაუჭირეს მხარი, რომ კანონპროექტი შეჯერდებოდა. ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ელისაშვილი ამნისტიისთვის მხარდაჭერას აღარ გეგმავს. “თუ არ იქნება შეჯერებული, რა ვქნათ, ჩვენთვის არაა ეს ამნისტია პრიორიტეტი და ვისთვისაც პრიორიტეტი იყო და ამის გამო შემოვიდა პარლამენტში, იმათმა იმტვრიონ თავი,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. “გირჩი” მეტი თავისუფლების ლიდერის შეფასებით, “ქართული ოცნების” განცხადებებიდან არ ჩანს, რომ მათ ამნისტიის კანონპროექტის შეჯერება სურთ. როგორც ზურა გირჩი ჯაფარიძე ამბობს, მმართველი პარტიის ამნისტიის ვარიანტი ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას ტოვებს....
წყარო

Nini

ბათუმი
  • 14 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 11 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 14 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 3 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 12 თვის წინ

Vika

ბათუმი
  • 3 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 10 თვის წინ

Яна

თბილისი
  • 1 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ