გორში სამი საბავშვო ბაღი დაიხურა კორონავირუსის გამო

ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამო გორში ერთბაშად სამი საბავშვო ბაღი დაიხურა. მეოთხე ბაღში COVID - 19 ბაღის აღსაზრდელს დაუდასტურდა. ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის ლია კოვზიაშვილის თქმით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ორი ჯგუფი დახურულია. შესასწავლია კონტაქტებიც და ტესტის პასუხებსაც ელოდებიან, გარდა ამისა, ინფიცირების შემთხვევების გამო, სრულად დახურულია სვენეთის, რენესა და გორის მე-19 საბავშვო ბაღები. „დაკეტილ ბაღებში პერსონალის დაინფიცირებასთან გვქონდა საქმე, ხოლო მე-4 ბაღში აღსაზრდელს დაუდასტურდა COVID - 19. წინა ღამეს მას სიცხე ჰქონდა და დედამ აღარ წამოიყვანა, შემდეგ ტესტის პასუხმა ვირუსი დაადასტურა. ამ ბავშვს წინა დღეებში შეხება ჰქონდა სხვა აღსაზრდელებთან და აღმზრდელებთან, ამიტომ ბაღის ორი ჯგუფი დავხურეთ და ველოდებით სხვა ტესტების პასუხებს", - განაცხადა ლია კოვზიაშვილმა. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 28 191 ტესტირებიდან საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 833 შემთხვევა. ...
წყარო

Anka

თბილისი
  • 15 დღის წინ

Nitaa

თბილისი
  • 4 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 7 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 2 საათის წინ

Anastasia

თბილისი
  • 7 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 7 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 9 თვის წინ

დეა

თბილისი
  • 1 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 10 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 8 თვის წინ