ბავშვზე ზრუნვის წესები უპირობოდ ყველგან უნდა იყოს დაცული, არ აქვს მნიშვნელობა, საეკლესიო დაწესებულებაა თუ საერო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით სერგეენკოს შეფასებით, ​ბავშვზე ზრუნვის საერთაშორისო და ადგილობრივი წესები უპირობოდ ყველგან უნდა იყოს დაცული,  არ აქვს მნიშვნელობა საეკლესიო დაწესებულებაა, თუ საერო. სერგეენკოს თქმით, ნინოწმინდის პანსიონში არსებული სიტუაცია აქამდე უნდა გარკვეულიყო და ვითარება აქამდე არ მისულიყო. “ბავშვზე ზრუნვის საერთაშორისო და ადგილობრივი წესები, მათ შორის მონიტორინგის შესაძლებლობაც, უპირობოდ ყველგან უნდა იყოს დაცული, არ აქვს მნიშვნელობა საეკლესიო დაწესებულებაა, სასულიერო თუ საერო. საბედნიეროდ უკვე ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტების დიდი ჯგუფი არის მონიტორინგზე შესული და ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. ჩემი აზრით, ეს ვითარება აქამდე არ უნდა მისულიყო,” – განაცხადა დავით სერგეენკომ. გარდა ამისა, ოპოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით დროულ რეაგირებას ითხოვს. აღსანიშნავია, რომ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით სასამართლოს კიდევ ერთხელ მიმართავს. ამჯერად ორგანიზაციის იურისტები მოითხოვენ ყველა ბავშვის დაუყოვნებლივ გამოყვანას.  უფლებადამცველთა თქმით, მოთხოვნა განპირობებულია რისკებით, არასრულწლოვნები ისევ არ გახდნენ არაჰუმანური მოპყრობის ობიექტები. “ჩემი შეფასებით, შესაძლოა ეს იყოს ძალიან მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულები. ეს ჩვენ ვალდებულებას გვაკისრებს სრულიად შევცვალოთ ამ მიზნით მოთხოვნები და მიგვაქვს სარჩელი, რომელსაც ჩავაბარებთ სასამართლოს. მოთხოვნა იქნება ერთადერთი – დაუყონებლივ, ყველა ბავშვი გამოიყვანონ პანსიონატიდან და ამის შემდეგ გაგრძელდეს მონიტორინგიც, გამოძიებას და ა.შ. ჩვენი ღრმა რწმენით ამ სახლში არის ბავშვების ჯანმრთელობის და სიცოცხლის სერიოზული რისკი,” – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარემ ანა  აბაშიძემ....
წყარო

Qrtusa

თბილისი
  • 9 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 9 თვის წინ
  • 100%

Олеся

თბილისი
  • 3 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Monika

თბილისი
  • 10 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 6 დღის წინ

Nini

ბათუმი
  • 15 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 11 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 7 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lilu

თბილისი
  • 7 თვის წინ