ეკა სხილაძე ნინოწმინდის პანსიონზე: ზღვაში წვეთია ის ოთხი საქმე, რომელზეც გამოძიება დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ ომბუდსმენის აპარატი გენერალური პროკურატურისგან ელის პასუხს მოთხოვნაზე, რომელიც შეეხება ნინოწმინდის პანსიონში არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე დაწყებული 4 სისხლის სამართლის საქმის მასალების საგამონაკლისო წესით გაცნობას. ეკა სხილაძის განმარტებით, უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა ასევე დეტალური ინფორმაციაც იმის შესახებ, მაგალითად, ვინ იყო შეტყობინების ინიციატორი რიგ შემთხვევებში. ეკა სხილაძის თანახმად, სახალხო დამცველისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქმე, რომელიც სავარაუდო გაუპატიურების შემთხვევას და მასზე გატარებულ ღონისძიებებს შეეხება: „ეს არის საკმაოდ მწვავე საკითხი ზოგადად საქართველოში, ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის და მასზე მართლმსაჯულების განხორციელების. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სწორედ ეს შემთხვევაა. თუმცა ერთი ტენდენციის სახით რაც უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში მიმართვა ხორციელდება მაშინ, როდესაც ბავშვები ტოვებენ დაწესებულებას. ეს მიუთითებს იმას, რომ დაწესებულებაში შექმნილი გარემო არ არის სათანადო იმისთვის, რომ იქ ყოფნისას შეძლონ ბავშვებმა საუბარი მათი უფლების დარღვევის ფაქტების შესახებ“, - აღნიშნა ეკა სხილაძემ „დილის საუბრებში“. მისი თქმით, ომბუდსმენის მიერ წინა წლებში ჩატარებულმა მონიტორინგმა ცხადყო, რომ ბენეფიციარებს არ აქვთ ინფორმაციაც იმის შესახებ, ვის უნდა მიმართონ მათზე ძალადობის განხორციელების შემთხვევაში. შესაბამისად, ეკა სხილაძე ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონში უფლებადარღვევების შემთხვევების მასშტაბი გაცილებით დიდია: „სრული სოციალური იზოლაციის პირობებში ცხოვრობენ, მათ შორის სკოლაშიც მათ კონტროლს უწევს აღმზრდელი საგაკვეთილო პროცესის დროს. ცხადია, ამ ფონზე ეს ოთხი საქმე არის ზღვაში წვეთი, თუ ასე ვიტყოდით, რადგან გაცილებით დიდია მასშტაბები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული უფლებადარღვევების შემთხვევებზე“, - განაცხადა ეკა სხილაძემ. მისი თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატს უკავშირდებიან ადამიანები, რომლებიც წარსულში ცხოვრობდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში და შესაბამის ინფორმაციას აწვდიან: „ამ შემთხვევებსაც აუცილებლად შევისწავლით, რადგან იკვეთება როგორც სავარაუდო უფლებადარღვევის, ასევე სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტებიც და ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხებსაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს“, - განაცხადა ეკა სხილაძემ. ასევე ნახეთ ნინოწმინდის ჩაკეტილი ბავშვთა პანსიონი - რატომ დუმს სახელმწიფო? სახალხო დამცველის აპარატის მიერ გენერალური პროკურატურიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანა...
წყარო

Tata

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 10 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 7 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 9 თვის წინ

Mistress

თბილისი
  • 1 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 5 დღის წინ

Anuki

თბილისი
  • 9 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 14 წუთის წინ

Saly

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 7 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 6 დღის წინ