5 ივლისს "თბილისი პრაიდი" "ღირსების მარშს" გამართავს

5 ივლისს "თბილისი პრაიდი" "ღირსების მარშს" გამართავს. სამომავლო გეგმებზე ორგანიზაციის წარმომადგენლები ჟურნალისტებს ესაუბრნენ. "ღირსების მარშის" სლოგანი იქნება "გამოდი სოლიდარობისთვის". გარდა ამისა, "თბილისი პრაიდი" პრაიდის კვირეულის ფარგლებში მოაწყობს დოკუმენტური ფილმის ჩვენებას და მუსიკალურ ფესტივალს. "ჩვენ, ქვიარ ადამიანებს გვჭირდება, ხმამაღლა ვისაუბროთ ჩვენს პრობლემებზე; გვჭირდება, რომ ჩვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, თანამოქალაქეებს და სახელმწიფოს გავაგონოთ ჩვენი ხმა", - აღნიშნავენ "ღირსების მარშის" ორგანიზატორები. Embed share "ქვიარ ადამიანებს დედები ვამაყობთ ჩვენი შვილებით და ვერთიანდებით მათ მხარდასაჭერად" Embed share The code has been copied to your clipboard. width px height px Facebook-ზე გაზიარება   Twitter-ზე გაზიარება   The URL has been copied to your clipboard No media source currently available 0:00 0:00:28 0:00 "თბილისი პრაიდი" სახელმწიფოსგან მოითხოვს: აწარმოოს ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა; შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება თანასწორი გარემოს შესაქმნელად, ჰომოფობიის, სტიგმისა და დისკრიმინაციის დასაძლევად; გამოიძიოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და დაიცვას სამართლიანობის პრინციპი; დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერის იდენტობისა. პრაიდის კვირეულს უერთდებიან "სირცხვილია" და "ქალთა მოძრაობა". "თბილისი პრაიდს" "ღირსების მარშის" გამართვა ჯერ კიდევ 2019 წელს სურდა, თუმცა ივნისში დაანონსებული ღონისძიება ივლისისთვის გადაიდო. მიზეზი ყველა შემთხვევაში აქტივისტების უსაფრთხოების დაცვა იყო. იმ წელს "ღირსების მარშის" კონტრაქცია "ზნეობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ ფალავანდიშვილმა გამართა. ამ აქციაზე იყო "ერთობა, რაობა, იმედის" დამფუძნებელი, ლევან ვასაძეც. სწორედ ამიტომ ლგბტ თემის მხარდამჭერი აქტივისტები რუსთაველის გამზირის ნაცვლად შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მივიდნენ და მსვლელობა რამდენიმე წუთი გაგრძელდა. ...
წყარო

Dina

თბილისი
  • 3 საათის წინ

Катя

თბილისი
  • 12 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 4 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 9 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 2 დღის წინ

Anuki

თბილისი
  • 9 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 საათის წინ

Nina

თბილისი
  • 11 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 3 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 3 საათის წინ

Mariko

თბილისი
  • 1 თვის წინ