სერბეთში საბრძოლო მასალების ერთ-ერთ საწყობში აფეთქება მოხდა

წუხელ რამდენიმე აფეთქება მოხდა სერბეთის ქალაქ ჩაჩაკში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობში. დაზარალებულთა შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. ქალაქის ცენტრში მდებარე სამხედრო საწარმო „სლობოდაში“ მომხდარი აფეთქების მიზეზები დგინდება. ქალაქის მერმა მილუნ ტოდოროვიჩმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს აცნობა, რომ ობიექტიდან ევაკუირებულია დაახლოებით 60 თანამშრომელი. ასევე მოხდა საწყობის მახლობლად მდებარე სახლებში მცხოვრები რამდენიმე ათეული მოქალაქის ევაკუაცია. რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახურის ცნობით, პირველი აფქეთება შუაღამის პირველ საათზე მოხდა. სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ ვულინმა, მოსახლეობას პირობა მისცა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და საგანგებო ვითარება შექმნილია მხოლოდ საწარმოს ნაწილში. საბრძოლო მასალების საწარმო „სლობოდა“ მნიშვნელოვნად დაზარალდა 1999 წელს ნატოს ძალების მიერ განხორციელებული ავიაიერიშების დროს. მას შემდეგ სერბეთის იარაღის ინდუსტრია თანდათანობით განიცდის განვითარებას და ქვეყანას ექსპორტზე გააქვს საარტილერიო ჭურვები ძირითადად აფრიკასა და აზიაში, მაგრამ ამ პროდუქციას მოიხმარს დასავლეთის, მათ შორის, ნატოს რამდენიმე წევრი ქვეყანაც. „სლობოდაში“ 2003 წელს მომხდარი აფეთქების შედეგად საწარმოს სამი თანამშრომელი დაიღუპა. ფაბრიკაში აფეთქებას ადგილი ჰქონდა ასევე 2010 წელსაც. მაშინ არავინ დაშავებულა. 2013 წელს იმავე „სლობოდაში“ კვლავ მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც დაიჭრა ორი ადამიანი. ...
წყარო

Elisa

თბილისი
  • 10 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 2 დღის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 14 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 საათის წინ

Kristi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 28 დღის წინ

Tata

ბათუმი
  • 8 თვის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 16 საათის წინ

Maria

თბილისი
  • 8 თვის წინ