პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს ექსტრემიზმის მხარდამჭერებად მიჩნეულების არჩევას

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც დროებით უკრძალავს არჩევნებში მონაწილეობას იმ ორგანიზაციების მონაწილეებსა და მხარდამჭერებს, რომლებიც რუსეთში ექსტრემისტულადაა აღიარებული. მიიჩნევა, რომ კანონის მთავარი სამიზნეა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდი, რომელიც რუსეთში „უცხოეთის აგენტების“ სიაშია შეტანილი. ნებისმიერი დონის არჩევნებში მონაწილეობის გზა ეკეტებათ ორგანიზაციის დამფუძნებლებსა და ხელმძღვანელებს, რომლებიც ორგანიზაციის ექსტრემისტულად ცნობამდე სამი წლის განმავლობაში მუშაობდნენ მასში. აკრძალვა ხუთი წლის განმავლობაში იმოქმედებს. კანონის თანახმად, ასეთი ორგანიზაციების რიგითი თანამშრომლები და ის პირები, რომელთა კავშირი ამ ორგანიზაციასთან სასამართლოს მიერაა დადგენილი, სამი წლის განმავლობაში ვერ იქონიებენ პრეტენზიას არჩევით თანამდებობებზე. რუსეთის სახელმწიფო დუმაში კანონპროექტი შეიტანეს მას შემდეგ, რაც სასამართლომ დაიწყო კორუფციასთან ბრძოლის ფონდისა და ნავალნის მომხრეთა რეგიონული შტაბების ექსტრემისტულ ორგანიზაციებად ცნობის საკითხის განხილვა. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ კანონი უხეშად არღვევს რიგ ფუძემდებლურ უფლებას და სამართლებრივ პრინციპს და ფაქტობრივად უკრძალავს კენჭისყრაში მონაწილეობას ოპოზიციური შეხედულებების მქონე ადამიანებს. კანონი უკვე შევიდა ძალაში, ანუ ის გავრცელდება სახელმწიფო დუმის არჩევნებზე, რომელიც წელს გაიმართება. კორუფციასთან ბრძოლის ფონდი და ნავალნის შტაბები არ არის მიჩნეული ექსტრემისტულ ორგანიზაციებად, ამ საკითხზე სასამართლო პროცესები არ დასრულებულა. ...
წყარო

анастасия

თბილისი
  • 4 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 14 თვის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 21 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Qeti

თბილისი
  • 3 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 12 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 9 საათის წინ

Bela transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 6 საათის წინ

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 6 საათის წინ