პუტინის თქმით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პირველი შტოს მშენებლობა დასრულდა

რუსეთისა და გერმანიის დამაკავშირებელი გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პირველი შტოს მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე. პუტინის თქმით, სამუშაოების დასრულების შესახებ ცნობა მან 4 ივნისს, ფორუმზე გამოსვლის წინ მიიღო. მეორე შტოს მშენებლობა გრძელდება. ადრე იტყობინებოდნენ, რომ მილსადენის რამდენიმე ათეულ კილომეტრზე გაყვანა დარჩა გერმანიისა და დანიის წყლებში. როგორც პუტინმა თქვა, „გაზპრომი“ მზადაა, გაზსადენის გამართვის შემდეგ დაიწყოს გერმანიაში გაზის გადატუმბვა. ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა, აშშ და უკრაინა ეწინააღმდეგებიან გაზსადენის მშენებლობასა და ექსპლუატაციაში მის ჩაშვებას. ისინი შიშობენ, რომ რუსეთის ხელისუფლება „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს ევროკავშირსა და უკრაინაზე ზეწოლისთვის გამოიყენებს. აშშ-მა სანქციები დაუწესა გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებულ კომპანიებსა და გემებს. სანქციების მუქარის გამო პროექტის ჩაბარების ვადები დაირღვა და ის თითქმის ერთი წლის განმავლობაში არ შენდებოდა. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ არ დაუწესა სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის თავად ოპერატორ კომპანიას. მან ეს ახსნა იმით, რომ არ სურს კონფრონტაცია გერმანიასა და სხვა მოკავშირეებთან, რომლებიც მხარს უჭერენ გაზსადენის დასრულებას. ამ გადაწყვეტილებამ აშშ-ის კონგრესის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. ...
წყარო

Nina transi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Tako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 7 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 10 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 11 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 12 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 11 თვის წინ