თამარ გაბუნიას თქმით, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების საჭიროებებს შეაფასებენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში არსებულ ვითარებას ამოწმებენ, რათა ბავშვების საჭირობებს გაეცნონ და შესაძლო ძალადობის ფაქტები არ განმეორდეს. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ მედიასთან საუბარში განაცხადა. „ამ საქმით დაკავებულია ზრუნვისა და ტრეფიკინგის სააგენტო. გადაწყვეტილება მიღებული იყო ბავშვების საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, 6 ბავშვის გადმოყვანის შესახებ და მიმდინარეობს მუშაობა სხვა ბავშვებთან იმისთვის, რომ შეფასდეს მათი საჭიროებები და გადაწყვეტილება იქნას მიღებული მათი საუკეთესო ინტერესების დაცვის პირობებში. მსგავსი სირთულეები, რა თქმა უნდა, ძალიან საყურადღებოა და როგორც პრევენციულად და ამ კონკრეტულ შემთხვევაში რეაგირების კუთხით ჯანდაცვის სამინისტროც და ზრუნვის სააგენტოც მაქსიმალურს გააკეთებენ იმისთვის, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს და იმ ბავშვების ინტერესები, რომლებიც ამჟამად იქ იმყოფებიან, ფსიქოლოგებისა და სხვა უწყებების დახმარებით დაიცვან ბოლომდე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 4 ივნისს, ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“, თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების გამოცემის შესახებ შუამდგომლობით მიმართა. ორგანიზაცია მოსამართლისგან ითხოვს გამოსცეს განჩინება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მცხოვრები ბენეფიციარების დაუყოვნებლივ გამოყვანის შესახებ. ასევე ნახეთ PHR: მოსამართლემ პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის გადაწყვეტილება დღესვე უნდა მიიღოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მედიასაშუალებებს, რომლებიც შეიძლება ფლობდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესაძლო დანაშაულზე გამოძიებისთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციას, მათ მიაწოდონ. ამ შინაარსის განცხადება უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა. ასევე ნახეთ შსს მედიებს მიმართავს, თუ ფლობენ ნინოწმინდის პანსიონზე საინტერესო ინფორმაციას, მათ მიაწოდონ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, პანსიონატში ამჟამად 56 ბენეფიციარი ცხოვრობს. თუმცა, სხალთის მთავარეპისკოპისი, მეუფე სპირიდონ აბულაძე ამბობს, რომ იქ 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. ასევე ნახეთ ნინოწმინდის პანსიონის დატოვების სურვილი 16-მა ბავშვმა გამოთქვა - სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ნინოწმინდის პანსიონში, სადაც ბავშვებზე, სავარაუდოდ, ძალადობა ხდება, წლებია არ უშვებენ სახალხო დამცველს. 2 ივნისს, ნინო ლომჯარიამ სამართალდამცავი უწყებებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განაცხადა, რომ 4 გამოძიებაა დაწყებული ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე. ...
წყარო

Anastasia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 11 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 11 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 46 წუთის წინ

Lika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 საათის წინ

Elenica

თბილისი
  • 14 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 9 თვის წინ

Mako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 5 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ