ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გამოეხმაურა ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" შექმნას

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტში ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" შექმნას. „ევროკავშირის პრეზიდენტი მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესთან. მით უმეტეს, ახლა. ის ყურადღებით აკვირდება, როგორ სრულდება მიღწეული შეთანხმება და ის კვლავ მოუწოდებს ყველას, შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები. ეს ნამდვილი გამარჯვებაა საქართველოსთვის და ევროპის კავშირისთვის,“ განუცხადა რადიო თავისუფლებას შარლ მიშელის პრესმდივანმა ბარენტ ლეიტსმა. 3 ივნისს საქართველო პარლამენტში შეიქმნა ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი". მასში სამი პარტია და ორი უპარტიო დეპუტატი იქნება გაერთიანებული. ფრაქციაში ერთიანდებიან: "სტრატეგია აღმაშენებელი", "გირჩი - მეტი თავისუფლება", "რესპუბლიკური პარტია" და დამოუკიდებელი წევრები - გრიგოლ ვაშაძე და ტარიელ ნაკაიძე. ფრაქციის თავმჯდომარე იქნება "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე. ფრაქციის წევრები იქნებიან: გიორგი ვაშაძე - "სტრატეგია აღმაშენებელი"; თეონა აქუბარდია - "სტრატეგია აღმაშენებელი"; პაატა მანჯგალაძე -"სტრატეგია აღმაშენებელი"; ხათუნა სამნიძე - "რესპუბლიკური პარტია"; ზურა ჯაფარიძე - "გირჩი - მეტი თავისუფლება"; ტარიელი ნაკაიძე - უპარტიო; გრიგოლ ვაშაძე - უპარტიო. ევროპული კავშირის პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოში 2020 წლის არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში. სწორედ შარლ მიშელის ჩართულობით იქნა მიღწეული ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება და ექვსთვიანი ბოიკოტის შემდეგ ოპოზიციის ერთი ნაწილი პარლამენტში შევიდა. მხარეებმა აიღეს ვალდებულება, რომ გაატარებენ ამბიციურ რეფორმებს. ...
წყარო

Elenica

თბილისი
  • 14 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 53 წუთის წინ

Lika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 2 საათის წინ

Salo

თბილისი
  • 14 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 2 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 3 საათის წინ

Zarra

თბილისი
  • 8 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 2 დღის წინ
  • 100%

Олеся

თბილისი
  • 2 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 7 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 3 საათის წინ