ჯაღმაიძის თქმით, ნინოწმინდის პანსიონატიდან გავრცელებულ ვიდეოებში საგანგაშო ვერაფერი დაინახა

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატიდან „ფეისბუკზე" გამოქვეყნებულ ბენეფიციარი ბავშვების ამსახველი ვიდეოების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. „ალბათ ეს ინფორმაცია მივა მეუფემდე და გაითვალისწინებენ. ეს არის ისეთი სტანდარტები, რომელიც შეიძლება მე არ ვიცოდე. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ მე ამ ვიდეოში ვერაფერი საგანგაშო ვერ დავინახე. ბავშვს ეკითხებიან, პასუხობს. უბრალოდ, შეიძლება მე კარგად არ მესმის რა სტანდარტს გულისხმობს. ზეწოლა არის უშნოდ დასმული შეკითხვები, პატარა ბავშვს, როდესაც ეკითხებიან, არის თუ არა სექსუალური ძალადობა თქვენზე? ღობიდან გადმოსულების მხრიდან. როდესაც მოგეცემათ საშუალება და ამ ბავშვებს გამოკითხავთ, ნახავთ რა არის რეალურად ზეწოლა", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ. დეკანოზი ლაპარაკობს მთავარეპისკოპოს სპირიდონის შესახებ. „რატომ უნდა ჩამოშორდეს მეუფე სპირიდონი? რა გამოიკვეთა მეუფე სპირიდონის მხრიდან? გამოძიებას დაველოდოთ, ჯერჯერობით რაც ითქვა, შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ დაუსაბუთებელია ყველაფერი", - თქვა ანდრია ჯაღმაიძემ. ასევე ნახეთ გოჩა, იგივე გრიგოლი, იგივე მეუფე სპირიდონი - პანსიონატის ბოქლომი ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლბებისთვის“ იურისტის ანა არგანაშვილის შეფასებით, „ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან გავრცელებულ ყველა ვიდეოში ხდება ბავშვებზე ძალადობა: ბავშვებს ეკითხებიან, გინდა თუ არა აქედან წასვლა, ბავშვები ტირიან და არიან უმძიმესი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ“. როგორც ის აღწერს, „ბავშვებს აპირისპირებენ სოციალურ მუშაკებს და მშობელს და ატირებენ, ეს არის არაადამიანური მოპყრობა“. renderExternalContent("//www.radiotavisupleba.ge/embed/player/0/31290925.html?type=video&pangeaEmbed=true", "//www.radiotavisupleba.ge/media/video/31290925.html?type=video") სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხაადებს, რომ დაიწყო ბავშვთა სახლის არასრულწლოვანი ბენეფიციარების ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების საკითხის შესწავლა. ასევე ნახეთ PHR-ი მოითხოვს მთავარეპისკოპოს სპირიდონის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემას სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ცნობით, ნინოწმინდის პანსიონატის დატოვების სურვილი 16-მა ბავშვმა გამოთქვა. ორი დღის წინ, ნინო ლომჯარიამ სამართალდამცავი უწყებებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განაცხადა, რომ 4 გამოძიებაა დაწყებული ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე, 3 ივნისს რადიო თავისუფლებას პანსიონში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე უამბო 19 სლის ბიჭმა, რომელმაც პანსიონი 15 წლის ასაკში დატოვა. ...
წყარო

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 8 საათის წინ

Tatuli

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 12 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 8 საათის წინ

Anka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 2 საათის წინ

Kristi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Яна

თბილისი
  • 1 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 7 საათის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 3 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 8 თვის წინ