ასპინძაში მომთაბარე მწყემსებს გზა გადაუკეტეს

ასპინძის მუნიციპალიტეტში სოფელ ტოლოშის 70-მდე მცხოვრების საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივები მომთაბარე მწყემსებს არ აძლევენ მთაში წასვლის უფლებას და აცხადებენ, რომ ასი ათასამდე ცხვრის გადარეკვის დროს მათი ნათესები და საძოვრები ნადგურდება. „არ გავატარებთ! წელს ყინვამ ისედაც მოგვისპო ყველაფერი, საძოვრების იმედადღა ვიყავით, რომ ზამთარში პირუტყვისთვის გვეჭმია და წუხელ ამ ფარის ნაწილმა ეგეც გაგვინადგურა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანზორ დავლაშერიძე. საპროტესტო აქცია მისივე თქმით, სოფლის მოსახლეობა პრობლემის გადაჭრას 10 წელია მოითხოვს, თუმცა უშედეგოდ. „მერია მხოლოდ კვირაში ერთხელ გზის მორეცხვას გვპირდება, რომ სუნმა არ მოგვკლას“, - ამბობს ის. ადგილობრივებისგან განსხვავებით, გაღებულ ხარჯებსა და მიყენებულ ზარალზე საუბრობენ მწყემსები, რომელიც სამცხე-ჯავახეთს, ძირითადად, კახეთიდან და ქვემო ქართლიდან სტუმრობენ. „20-25 ათასი გვაქვს თითოს ქირაში გადახდილი, საძოვრებით რომ ვისარგებლოთ. საბუთები წესრიგში გვაქვს, ყველა დოკუმენტაცია, რომ ცხვარიც და საქონელიც აცრილია სხვადასხვა დაავადებაზე. წუხელ ნაწილი გადავრეკეთ და ნაწილზე აღარ გვიშვებენ. ჩვენც ხომ ცოდოები ვართ, სექტემბრამდე ფული გადახდილი გვაქვს“, - ამბობს ალმასხან ასლამაზოვი. მწყემსები აქციის მონაწილეებს შეხვდა ასპინძის მერი, როსტომ მაგრაქველიძე, რომლის თქმით, მწყემსებმა მათ უნდა წარუდგინონ ყველა საჭირო დოკუმენტაცია. „ჩვენ შევთანხმდით, რომ მწყემსები წარმოადგენენ დოკუმენტებს, ხოლო ადგილობრივებისგან შეიქმნება 4-5 კაციანი საინიციატივო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს პირუტყვის გატარებას ისე, რომ ადგილობრივების ნაკვეთები და საძოვრები არ დაზიანდეს“, - განმარტავს მაგრაქველიძე. საპროტესტო აქცია დაახლოებით 8 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ახალციხესა და ჯავახეთში მომთაბარე მწყემსების მიერ პირუტყვის და ცხვრის ფარის გადარეკვას აპროტესტებენ. ​2020 წელს, ახალციხეში, სამხარეო ადმინისტრაციასთან 13 სოფლის მოსახლეობამ იმავე მოთხოვნით აქცია არაერთხელ გამართა. ...
წყარო

Svetlana

თბილისი
  • 47 წუთის წინ

Mariko

თბილისი
  • 1 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 7 თვის წინ

Mako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 2 საათის წინ

Anuki

თბილისი
  • 9 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 8 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 2 საათის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 12 თვის წინ