ივლისიდან სამეგრელოში უნდა აიცრას დღეში 1400-მდე მოზრდილი ადამიანი - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ივლისიდან სამეგრელო-ზემო სვანეთში უნდა აიცრას 1400-მდე მოზრდილი ადამიანი. "მოგეხსენებათ. რომ ვაქიცნებთან დაკავშირებით არის გლობალური დეფიციტი, 315 ათას დოზა ვაქცინაა შემოტანილი ამ დრომდე, ხოლო ივლისი, აგვისტო, სექტემბერ, ოქტომბერში, გადაწყვეტილია, რომ მაღალი დასტური არსებობს იმისაზ, რომ 200 ათასზე მეტი ვაქცინის დოზა შემოვა. ივლისიდან უნდა გადავიდეთ ფართო მასშტაბიან ვაქცინაციაზე, რაც ნიშნავს დღეში 25 ათასი ადამიანის აცრას, ამიისთვის ჩვენი რესურსები სამეგრელოში უნდა გავაოთხმაგოთ, და დღეს თუ სამეგრელოში დაახლოებით იცრება 300 ადამიანი, მიზანს რომ მივაღწიოთ, ამისათვის ივლისიდან მოყოლებული, უნდა აიცრას 1200 -1400 მოზრდილი ადამიანი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ზუგდიდში ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე. "ლაივპრესის" კითხვაზე, რა კეთდება იმისათვის, რომ რეგიონში იმუნიზაციის პროცესი დაჩქარდეს, გამყრელიძემ უპასუხა, რომ იგეგმება აცრის კაბინეტებში მომუშავე პერსონალის გადამზადება, ჯგუფების დამატება, და ასევე მათთვის ანაზღაურების გაზრდა. "ჩვენი სამიზნე წელს არის 1 მილიონ 700 ათასი ადამიანის აცრა ორჯერადად, რაც გულისხმობს 3 მილიონ 400 ათასი აცრის ჩატარებას ქვეყანაში. დღეს 17 ბრიგადა ატარებს აცრებს უნდა გასამმაგდეს ბრიგადების რაოდენობა ისინი ვინც მუშაობენ კვირაში 3 ან 4 დღე უნდა იმუშაონ 7 დღის განმავლობაში. დავაყენეთ ეს საკითხი და ვაორმაგებთ ანაზაღაურებას სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე ბრიგადებისთვის. ეს პროცესი გულისხმობს ასევე სამედიცინო პერსონალის მეტ გადამზადებას ასევე მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით 1200 სოფლის ექიმის გადამზადება და და შესაბამისად ყველა ბრიგადა გადის გადამზადებას იმუნიზაციის გვერდით პროცესებთან დაკავშირებით პარალელურ რეჟმში მიმდინარეობს არერთი გადამზადება და ეს სულ დაგვჭირდება. პირველად შემოვიდა ასტრაზენეკა, შემდეგ შემოვიდა ფაიზერი, 6 იყო ისეთი დაწესებულება, სადაც ფაიზერით აცრა მიმდინაროებდა. შემდეგ შემოვიდა სინოფარმი, დამატებითი ინფორმაცია მიეცათ სინოფარმზე, შემოვიდა სინოვაკი და სამედიცინო პერსონალს მიეცა დამატებითი ინფორმაცია სინოვაკზე, ეს გადამზადების პროცესი არის უწყვეტი, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძე დღეს ზუგდიდში იმყოფებოდა, მან დაათვალიერი რუხის კლინიკა, იმყოფებოდა ენგურის ხიდზე და ასევე შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მუნიციპალიტეტების მერებს....
წყარო

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 1 დღის წინ

Dako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 10 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 7 თვის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 12 თვის წინ

დეა

თბილისი
  • 1 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 8 საათის წინ

Inga

თბილისი
  • 7 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 7 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 9 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 7 თვის წინ