ენგურის ხიდი ვაქცინაციისთვის მხოლოდ რამდენიმე ათეულმა გადმოკვეთა - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო ერთ თვეში, ენგურის ხიდი აფხაზეთიდან 11 ათასმა პირმა გადმოკვეთა. მათგან კორონავირუსი 44-ს გამოუვლინდა. მან ამის შესახებ ზუგდიდში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "ლაივპრესი" დაინტერესდა, თუ რა კეთდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა ვაქცინაციის პროცესში ჩასართავად, რაზეც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მათ შესთავაზეს იმ ვაქცინით აცრა, რაც დღეისთვის ხელმისაწვდომია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის და აწარმოებენ "სერიოზულ დიალოგს" დე ფაქტო მთავრობასთან. "გვაქვს თანაშრომლობის გამოცდილება რუტინული ვაქცინების, კოვიდტესტების მიწოდებაზე. ჩვენ შვეთავაზეთ მათ კოვიდ ვაქცინებიც. ეს არის მთავარი ღერძი, რაც გვაკავშირებს მათთან და ეს უფრო გაფართოვდება", - განმარტა ამირანგამყრელიძემ. კითხვაზე, კონკრეტულად რამდენმა ადამიანმა გადმოკვეთა ენგურის ხიდი ვაქცინაციის ჩასატარებლად, თქვა რომ მხოლოდ რამდენიმე ათეულმა. დე ფაქტო ხელისუფლებას თბილისმა მანამდეც შესთავაზა ვაქცინაციის პროცესში დახმარება, რაზც უარი მიიღო. საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, რუხის საავადმყოფოში გახსნილია სპეციალური ამცრელი კაბინეტი, სადაც მათ შორის აფხაზეთიდან გადმოსულებს შეუძლიათ აიცრან მათთვის სასურველი და თბილისისთვის ხელმისაწვდომი ვაქცინით. ოკუპირებულ გალში მცხოვრები სამედიცინო პერსონალის აცრა რამდენიმე დღის წინ, რუსული "სპუტნიკ" ვაქცინით დაიწყო. პრესკონფერენციამდე ამირან გამყრელიძე რუხის კოვიდ კლინიკაში იმყოფებოდა და ენგურის ხიდზე ტესტირების პროცესსაც გაეცნო. ამასთან, შეხვდა არასამთავრობო სეტორს და რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულს....
წყარო

Ilona

თბილისი
  • 19 საათის წინ

Ella

თბილისი
  • 19 საათის წინ

Anna

თბილისი
  • 7 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 19 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 3 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 22 საათის წინ

Sofia27

თბილისი
  • 12 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

დეა

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 11 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 12 თვის წინ