ჩრდილოეთ ავღანეთში თალიბანის თავდასხმას ემსხვერპლა სულ მცირე რვა სამხედრო

თალიბანის ექსტრემისტებმა 5 ივნისს ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ბაღლანის პროვინციაში იერიში მიიტანეს ავღანეთის უსაფრთხოების ძალებზე, რასაც სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა, - იუწყება უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენელი. დაღუპულებს შორის არიან ოლქის პოლიციის ორი ხელმძღვანელი და ექვსი ოფიცერი, - ამბობს ოფიციალური პირი, ანონიმურობის დაცვის გარანტიით. თავდასხმა შუაღამიდან მალევე, სხვადასხვა ადგილიდან დაიწყო და გათენებამდე გაგრძელდა. გახშირებულმა ძალადობამ, და თალიბანსა და ავღანეთის დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ მთავრობას შორის სამშვიდობო მოლაპარაკების შეჩერებამ კიდევ უფრო მეტად გაზარდა შეშფოთება ავღანეთის მომავალზე, მას შემდეგ, რაც სექტემბერში იქიდან გავლენ აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო ძალები. ბოლო 24 საათის განმავლობაში სულ მცირე 10 პროვინციიდან ვრცელდება ცნობები შეტაკებებზე სამთავრობო ძალებსა და თალიბანს შორის. 4 ივნისს თალიბანის ექსტრემისტებმა ორ სხვადასხვა პროვინციაში კიდევ ორი ოლქი დაიკავეს და ამით თავიანთი სამხედრო წარმატება გააფართოვეს. გაეროს უშიშროების საბჭოსთვის შემუშავებულ ანგარიშში, რომელიც 4 ივნისს გავრცელდა, ექსპერტთა ჯგუფი წერს, რომ თალიბანის ექსტრემისტებს თავიანთი სამხედრო პოზიციების გაძლიერება სავარაუდოდ სურთ საიმისოდ, რომ ქაბულში განთავსებულ მთავრობასთან მოლაპარაკებაში უფრო მეტი წონა ჰქონდეთ. ანგარიშის თანახმად, ავღანეთში 2020 წლის „უპრეცედენტო“ ძალადობა 2021 წელსაც გრძელდება. ...
წყარო

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 8 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 14 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 8 თვის წინ

Яна

თბილისი
  • 1 თვის წინ

Eva

თბილისი
  • 1 დღის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 3 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 7 თვის წინ

Mako

თბილისი
  • 7 თვის წინ