ენგურის ხიდი ვაქცინაციისთვის მხოლოდ რამდენიმე ერთეულმა გადმოკვეთა - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო ერთ თვეში, ენგურის ხიდი აფხაზეთიდან 11 ათასმა პირმა გადმოკვეთა. მათგან კორონავირუსი 44-ს გამოუვლინდა. მან ამის შესახებ ზუგდიდში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "ლაივპრესი" დაინტერესდა, თუ რა კეთდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა ვაქცინაციის პროცესში ჩასართავად, რაზეც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მათ შესთავაზეს იმ ვაქცინით აცრა, რაც დღეისთვის ხელმისაწვდომია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის და აწარმოებენ "სერიოზულ დიალოგს" დე ფაქტო მთავრობასთან. "გვაქვს თანაშრომლობის გამოცდილება რუტინული ვაქცინების, კოვიდტესტების მიწოდებაზე. ჩვენ შვეთავაზეთ მათ კოვიდ ვაქცინებიც. ეს არის მთავარი ღერძი, რაც გვაკავშირებს მათთან და ეს უფრო გაფართოვდება", - განმარტა ამირანგამყრელიძემ. კითხვაზე, კონკრეტულად რამდენმა ადამიანმა გადმოკვეთა ენგურის ხიდი ვაქცინაციის ჩასატარებლად, თქვა რომ მხოლოდ რამდენიმე ერთეულმა. დე ფაქტო ხელისუფლებას თბილისმა მანამდეც შესთავაზა ვაქცინაციის პროცესში დახმარება, რაზც უარი მიიღო. საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, რუხის საავადმყოფოში გახსნილია სპეციალური ამცრელი კაბინეტი, სადაც მათ შორის აფხაზეთიდან გადმოსულებს შეუძლიათ აიცრან მათთვის სასურველი და თბილისისთვის ხელმისაწვდომი ვაქცინით. ოკუპირებულ გალში მცხოვრები სამედიცინო პერსონალის აცრა რამდენიმე დღის წინ, რუსული "სპუტნიკ" ვაქცინით დაიწყო. პრესკონფერენციამდე ამირან გამყრელიძე რუხის კოვიდ კლინიკაში იმყოფებოდა და ენგურის ხიდზე ტესტირების პროცესსაც გაეცნო. ამასთან, შეხვდა არასამთავრობო სეტორს და რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულს....
წყარო

Vika

თბილისი
  • 5 დღის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 22 საათის წინ

Dako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 19 საათის წინ

Vika

ბათუმი
  • 3 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 19 საათის წინ

Nuca

თბილისი
  • 12 თვის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 14 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 19 საათის წინ

Viktoria

თბილისი
  • 19 საათის წინ

Ania

თბილისი
  • 3 თვის წინ