სერბეთის პრეზიდენტის თქმით, რამდენიმე დღეში განახლდება მოლაპარაკება კოსოვოსთან კავშირების ნორმალიზების მიზნით

სერბეთის პრეზიდენტის თქმით, რამდენიმე დღეში განახლდება მოლაპარაკება კოსოვოსთან კავშირების ნორმალიზების მიზნით, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარეობს. პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს არ დაუკონკრეტებია შარშან შეჩერებული მოლაპარაკების განახლების თარიღი, თუმცა თქვა, "საუბარია დღეებზე და არა კვირებზეო". ვუჩიჩმა 4 ივნისს დასძინა, რომ სერბეთი "ყოველთვის მზად არის მოლაპარაკებისთვის" და მას არ სურს "გაყინული კონფლიქტი" ჰქონდეს. ვუჩიჩის ამ განცხადებებს წინ უძღოდა სერბეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, მეთიუ პალმერის და ბელგრადსა და პრიშტინას შორის დიალოგში ევროკავშირის წარმომადგენლის, მიროსლავ ლაიჩაკის ვიზიტი, რომლის მიზანი იყო მოლაპარაკების აღდგენის ხელშეწყობა. სერბეთის მთავრობა აცხადებს, რომ კოსოვოსთან ნორმალიზაციის პროცესი მისი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ბელგრადში 3 ივნისს ჩასვლამდე, პალმერი და ლაიჩაკი ეწვივნენ პრიშტინას, კოსოვოს დედაქალაქს. კოსოვოს მთავრობა, რომელსაც მარტიდან პრემიერ-მინისტრი ალბინ კურტი ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ ის კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლითაა დაკავებული და სერბეთთან მოლაპარაკების საკითხი მისთვის ამჟამად არ არის განსაკუთრებულად პრიორიტეტული. ვაშინგტონიც და ბრიუსელიც აცხადებენ, რომ ნორმალიზება აუცილებელია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის. ევროკავშირში გაწევრიანება სურთ სერბეთსაც და კოსოვოსაც, ამასთან, კოსოვოს ნატოს წევრობაც უნდა. ...
წყარო

Lata

თბილისი
  • 6 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 10 საათის წინ

Nitaa

თბილისი
  • 4 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 6 საათის წინ

Anka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 3 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 7 საათის წინ

Maria

თბილისი
  • 8 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 11 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 7 თვის წინ