ამირან გამყრელიძე: აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას კოვიდვაქცინების მიწოდება შევთავაზეთ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ენგურის ხიდზე იმყოფებოდა, სადაც განაცხადა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან „სერიოზული დიალოგი აქვთ“. „გვაქვს თანამშრომლობის გამოცდილება რუტინული ვაქცინების, კოვიდტესტების მიწოდებაზე. ჩვენ შევთავაზეთ მათ კოვიდვაქცინებიც. ეს არის მთავარი ღერძი, რაც გვაკავშირებს მათთან და ეს უფრო გაფართოვდება“, - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე ინფორმაციით, ბოლო ერთ თვეში ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსული 11 ათასი ადამიანიდან კორონავირუსი დაუდასტურდა 44-ს. ამირან გამყრელიძემ ენგურის ხიდზე ის სამედიცინო პუნქტები დაათვალიერა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ მოქალაქეებს ტესტირება უტარდებათ. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში განთავსებულია კოვიდტესტირების პუნქტები და სპეციალური კარვები დაყოვნებისთვის. საქართველოს მთავრობამ 19 აპრილიდან გააუქმა ოკუპირებული რეგიონებიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასული მოქალაქეებისთვის მოქმედი 5-დღიანი სავალდებულო კარანტინი. ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებნი კარანტინის ნაცვლად ანტიგენ-ტესტით ტესტირებას ექვემდებარებიან. მიმდინარე წლის მარტში ქართულმა მხარემ ვაქცინაცია შესთავაზა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთ, თუმცა თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე. ქართული მხარის ინიციატივას კი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ უპასუხა, რომ ვაქცინაციას მხოლოდ რუსეთის დახმარებით განიხილავს. ...
წყარო

Babi

თბილისი
  • 43 წუთის წინ

Lata

თბილისი
  • 6 დღის წინ

Anuki

თბილისი
  • 9 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 10 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 7 თვის წინ

Monika

თბილისი
  • 10 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Dina

თბილისი
  • 1 დღის წინ