სასამართლოს განჩინებით, ნინოწმინდის პანსიონი დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს ყველა ბავშვმა - PHR

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონი დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თითოეულმა ბავშვმა, აცხადებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“. „დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე, დღესვე, ამ წამს, უნდა დაიწყოს ბავშვების გაყვანა ნინოწმინდის პანსიონიდან“, - ამბობს ანა აბაშიძე, ორგანიზაციის იურისტი. გაყვანის შემდეგ - PHR-ის შეფასებით - ბავშვები, შესაძლებლობის შემთხვევაში, უნდა დაბრუნდნენ მშობლებთან, ან გადავიდნენ მინდობით აღზრდაში, ან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში. PHR-ის მტკიცებით, პანსიონში არსებობდა სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკი, რის გამოც ისინი ითხოვდნენ ბავშვების გაყვანას. „მოსამართლე ივანე ღლონტმა განიხილა და სრულად დაგვეთანხმა საფრთხის არსებობაში“, - აცხადებს PHR და განაგრძობს: „სასამართლო მიიჩნევს, რომ იზრდება იმის ალბათობა, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სარჩელის უზრუნველყოფის გამოუყენებლობის შემთხვევაში შეილახოს ბავშვთა ინტერესები და მას მიადგეს მნიშვნელოვანი ზიანი“. PHR ამბობს, რომ სამართლებრივად მათ მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვების სახელით შეუძლიათ სასამართლოში დავა და სასამართლოს გადაწყვეტილება პირველ რიგში ეხება შშმ ბავშვებს. თუმცა, ორგანიზაციის იურისტების მტკიცებით, მოსამართლემ პანსიონი საფრთხისშემცველად შეაფასა ყველა ბავშვისთვის, რის გამოც, თითოეულმა არასრულწლოვანმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს დაწესებულება. „შშმ ბავშვების საკითხი არის მხოლოდ სამართლებრივი ტექნიკა. თუ იქ არის საფრთხე, არ შეიძლება, რომელიმე ბავშვი დავტოვოთ საფრთხეში“, - აცხადებს PHR და ამატებს: „თუ ვინმე ეცდება, დროებითი განჩინების აღსრულებას ხელი შეუშალოს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული“. ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების ნაწილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე საუბრობს. ბოლო წლებში დაწყებულია 4 გამოძიება ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე პანსიონში. ასევე ნახეთ ის, რაც პანსიონში ხდებოდა - ნინოწმინდის ყოფილი ბინადრის მონათხრობი პანსიონის ხელმძღვანელი, მეუფე სპირიდონი დაწესებულებაში არ უშვებს სახალხო დამცველს, რაც კანონდარღვევაა. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ცნობით, ნინოწმინდის პანსიონატის დატოვების სურვილი 16-მა ბავშვმა გამოთქვა. ...
წყარო

Marimxiar

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 6 დღის წინ

Bela transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 7 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Elena

თბილისი
  • 14 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 7 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 10 თვის წინ