გახარიას პარტია მოითხოვს, დაიწყოს გამოძიება ირაკლი კობახიძის „პრიმიტიულ ტყუილებზე“

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „პრიმიტიულ ტყუილებს“ უწოდებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბრალდებებს და გამოძიების დაწყებას მოითხოვს. „ასეთი აბსურდული განცხადებების რეაგირების გარეშე დატოვება კიდევ უფრო მეტად დააზიანებს სახელმწიფო ინტერესებს და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას. შესაბამისად, მოვითხოვთ, მმართველი პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის გუშინდელ კომენტარებზე გამოძიება დაიწყოს დაუყოვნებლივ!“, - აცხადებს კახაბერ ქემოკლიძე, პარტიის „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი. ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში თქვა, რომ გახარია გაუგებარი მოტივით მოითხოვდა ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის 2-3 დღით გადადებას. მისივე თქმით, კიევიდან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 2-3 დღეში აპირებდა ე.წ. ალტერნატიული მთავრობის გამოცხადებას. კახაბერ ქემოკლიძის შეფასებით, კობახიძის სიტყვები ნიშნავს, რომ ის საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, უმალავდა, რომ ქვეყანაში გადატრიალება მზადდებოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით. „გუშინ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ვიმეორებ - არა მთავრობამ, არა უსაფრთხოების სამსახურმა, არა სამართალდამცავებმა, არამედ, ირაკლი კობახიძემ, ბრალი დასდო იმ დროისთვის მოქმედ პრემიერ-მინისტრს, დღესაც მოქმედ პოლიციელებს და ჯარისკაცებს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებაში, გადატრიალების მომზადებაში რაღაც ინფორმაციაზე დაყრდნობით...“, - ამბობს ქემოკლიძე. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დაინახა ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე და დაიწყო ისტორიების გამოგონება. გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ 29 მაისს დააფუძნა. მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. ...
წყარო

Liza

თბილისი
  • 11 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 52 წუთის წინ

Elenica

თბილისი
  • 14 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 9 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 7 საათის წინ

Bela transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 7 საათის წინ

Milana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 4 საათის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 12 თვის წინ