ნინოწმინდის პანსიონში სოციალური მუშაკები დარჩებიან 24-საათიან რეჟიმში

სოციალური მუშაკები დარჩებიან ნინოწმინდის პანსიონში და შეისწავლიან თითოეული ბავშვის საჭიროებას. ამის შესახებ ცნობილი გახდა „ოცნების“ დეპუტატებს, პანსიონის ხელმძღვანელ მღვდლებსა და ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ. „ამ ეტაპზე გვეძლევა საშუალება, რომ თითოეულ არასრულწლოვანთან ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვიმოქმედოთ“, - ამბობს ელენე მარტაშვილი, ზრუნვის სააგენტოს პროფესიული ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი. მისივე თქმით, ჯგუფი გაფართოვდა და ახლა უფრო მეტი სპეციალისტია ადგილზე, რომლებიც შეადგენენ თითოეული ბავშვის შეფასებას და დადებენ ერთობლივ სამოქმედო გეგმას. „დასკვნა იქნება მაშინ, როცა სოცმუშაკები ჩათვლიან საკმარისად იმ ინფორმაციას, რასაც მოკრებენ“, - ამბობს ბექა დავითულიანი, პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“. „ოცნების“ კიდევ ერთი წევრი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ნინოწმინდის დაწესებულება მზად არის, სრულად იყოს თანამშრომლობის რეჟიმში სოციალურ მუშაკებთან. „მთავარია, რომ ამ დაწესებულებაში მყოფი ბავშვების უფლებები იყოს დაცული და საზოგადოებაში არ არსებობდეს ეჭვიც კი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს უფლებები არ არის დაცული. ჩვენ გვქონდა საუბარი დაწესებულების ხელმძღვანელობასთან და შევთანხმდით, რომ ეს არის ყველას ინტერესი, მათ შორის დაწესებულების ინტერესი“, - ამბობს პაპუაშვილი. მეუფე სპირიდონი არ გამოჩენილა მედიასთან. კომენტარი გააკეთა მეუფე ნიკოლოზმა, რომლის თქმით, სოციალური მუშაკები ბავშვებთან იმუშავებენ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. მისივე თქმით, პანსიონში სახალხო დამცველის შესვლაზე საუბარი არ ყოფილა. ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების ნაწილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე საუბრობს. ბოლო წლებში დაწყებულია 4 გამოძიება ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე პანსიონში. ასევე ნახეთ ის, რაც პანსიონში ხდებოდა - ნინოწმინდის ყოფილი ბინადრის მონათხრობი პანსიონის ხელმძღვანელი, მეუფე სპირიდონი დაწესებულებაში არ უშვებს სახალხო დამცველს, რაც კანონდარღვევაა. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ცნობით, ნინოწმინდის პანსიონატის დატოვების სურვილი 16-მა ბავშვმა გამოთქვა. ...
წყარო

Kesi mulatka

თბილისი
  • 12 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 5 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 2 დღის წინ

Babi

თბილისი
  • 2 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Elena

თბილისი
  • 14 თვის წინ

Яна

თბილისი
  • 1 თვის წინ

Eva

თბილისი
  • 55 წუთის წინ

молодая

თბილისი
  • 12 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 56 წუთის წინ

наталья

თბილისი
  • 12 წუთის წინ