ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა დანაკარგი განიცადეს თალიბანთან შეტაკებებში

ავღანეთის უსაფრთხოების ძალების სულ მცირე 14 წევრი დაიღუპა და კიდევ 18 დაიჭრა თალიბანის თავდასხმის დროს ჩრდილოეთის პროვინცია ფარიაბის ყასარის ოლქში, - იუწყებიან ოფიციალური პირები 6 ივნისს. ამასთან, ადგილობრივი მთავრობის თქმით, ექსტრემისტებმა დაატყვევეს უსაფრთხოების ძალების 37 წევრი. თავდასხმა ღამით, პოლიციის შტაბბინაზე მოხდა, ექსტრემისტებმა შენობის წინ დანაღმული მანქანა ააფეთქეს. გახშირებულმა ძალადობამ, და თალიბანსა და ავღანეთის დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ მთავრობას შორის სამშვიდობო მოლაპარაკების შეჩერებამ კიდევ უფრო მეტად გაზარდა შეშფოთება ავღანეთის მომავალზე, მას შემდეგ, რაც სექტემბერში იქიდან გავლენ აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო ძალები. 4 ივნისს თალიბანის ექსტრემისტებმა ორ სხვადასხვა პროვინციაში კიდევ ორი ოლქი დაიკავეს და ამით თავიანთი სამხედრო წარმატება გააფართოვეს. გაეროს უშიშროების საბჭოსთვის შემუშავებულ ანგარიშში, რომელიც 4 ივნისს გავრცელდა, ექსპერტთა ჯგუფი წერს, რომ თალიბანის ექსტრემისტებს თავიანთი სამხედრო პოზიციების გაძლიერება სავარაუდოდ სურთ საიმისოდ, რომ ქაბულში განთავსებულ მთავრობასთან მოლაპარაკებაში უფრო მეტი წონა ჰქონდეთ. ანგარიშის თანახმად, ავღანეთში 2020 წლის „უპრეცედენტო“ ძალადობა 2021 წელსაც გრძელდება. ...
წყარო

Rita

თბილისი
  • 3 საათის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 19 საათის წინ

Lala

ქუთაისი
  • 2 საათის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 12 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 4 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 7 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 12 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ

დეა

თბილისი
  • 1 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 საათის წინ