უნდა შექმნას ჯგუფი ნინოწმინდის პანსიონის კრიზისზე სამუშაოდ - 40-მდე ორგანიზაცია და სპეციალისტი

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებსა და სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შექმნილი ვითარება იყო და არის უკიდურესად საგანგაშო. ისინი მთავრობას მიმართავენ, შექმნას კრიზისის მართვის მულტიდისციპლინური და ინტერსექტორული ჯგუფი, რომელიც დაგეგმავს პანსიონის კრიზისზე რეაგირების ღონისძიებებს. განცახდების ავტორები მიესალმებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს ბავშვების დაუყოვნებლივ გამოყვანას ნინოწმინდის პანსიონიდან. მათი აზრით, ახლა ბავშვებზე ზრუნვა კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს. განცხადების თანახმად: აუცილებელია ბავშვებისათვის დაცული, უსაფრთხო, მათი განვითარებისა და გადატანილ სტრესთან გამკლავებისთვის ხელშემწყობი გარემოს უზრუნველყოფა; აუცილებელია ყველანაირი ძალისხმევა მიემართოს ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნებისკენ, ამისთვის კი საჭიროა ოჯახების ხელშეწყობასა და გაძლიერებაზე ზრუნვა. იქ, სადაც ოჯახებში დაბრუნება შეუძლებელია, აუცილებელია ბავშვების უზრუნველყოფა ზრუნვის ალტერნატიული, ბავშვის უფლებებსა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ფორმებით; განცხადების ავტორების მტკიცებით, პანსიონის ზოგიერთი ყოფილი აღსაზრდელის მიერ გაჟღერებული ფაქტები - წამების მსხვერპლთა საერთაშორისო საბჭოს (IRCT) შეფასებით - უტოლდება წამებას და არასათანადო მოპყრობას. „საჭიროა სავარაუდო დანაშაულებების გამოძიება და ფაქტების დოკუმენტირება წამებისა და არასათანადო მოპყრობის დოკუმენტირების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ამისთვის უნდა შედგეს სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტდება შესაბამისი პროფესიონალებით (იურისტები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები)“. განცხადების თანახმად, ძალადობის შემთხვევაში, მსხვერპლი ვერ იშუშებს ფსიქოლოგიურ და მორალურ ჭრილობებს, თუ მართლმსაჯულების სამართლიანი პროცესი არ შედგა. სპეციალისტები ეხმიანებიან პანსიონის ხელმძღვანელის, მეუფე სპირიდონის მიერ გავრცელებულ კადრებს, რომელშიც ის სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თანამშრომლების თანდასწრებით „დაკითხვას“ უწობს ბავშვებს. „[კადრებმა] კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბავშვები იმყოფებიან ფსიქოლოგიური ზეწოლისა და შესაბამისად, ძალადობის ქვეშ“, - აცხადებენ სპეციალისტები და ამატებენ: „აუცილებელია სპეციალურად მომზადებულმა პროფესიონალებმა (სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, პედაგოგები) იმუშაონ ბავშვებთან, შეაფასონ მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში კვალიფიციური დახმარება გაუწიონ ან გადაამისამართონ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის სერვისებში“. განცხადების ავტორების მტკიცებით, საყოველთაოდ ცნობილია, რომ დიდი ზომის ბავშვთა სახლები არის როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მაღალი რისკის ზონა. ისინი ხაზს უსვამენ, რ...
წყარო

наталья

თბილისი
  • 11 წუთის წინ

Tata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Lusi

თბილისი
  • 5 დღის წინ

Lala

ქუთაისი
  • 1 საათის წინ

Tata

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 14 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 12 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ