მტკიცედ დავუჭერთ მხარს საქართველოს და უკრაინას – საერთაშორისო პარტნიორების პოზიტიური გზავნილები NATO-ს სამიტის წინ

10 დღეში ბრიუსელში NATO-ს სამიტი გაიმართება. ალიანსის წევრ ლიდერებს, ამ ფორმატში პირველად შეხვდება ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. მანამდე კი, NATO-ს შტაბ-ბინაში სამიტის მოსამზადებელი საგარეო და თავდაცვის ონლაინ მინისტერიალი გაიმართა. გუშინ ნატოს გენერალური მდივანი ლიეტუვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მოლოდინია საქართველოსა და უკრაინაშიც. ველოდოთ თუ არა პოზიტიურ სიგნალებს ორი ქვეყნისთვის, “კურიერის” სწორედ ამ შეკითხვას უპასუხეს NATO-ში. ლიეტუვას პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე აცხადებს, რომ ისინი მტკიცედ დაუჭერენ მხარს  საქართველოს და უკრაინას გაწევრიანების კუთხის თვალსაზრისით. “ისეთი ქვეყნისთვის როგორიც ლიეტუვაა, ნატოში, ყველაზე მძლავრ ორგანიზაციაში გაწევრიანება იყო დიდი მიღწევა, ნატოს წევრობა არამხოლოდ ჩვენს უსაფრთხოებას აძლიერებს, არამედ უსაფრთხოებას მთელს რეგიონში. ამიტომაც, არავის გაუკვირდება რომ, ლიეტუვა იყო, არის და იქნება ღია კარის პოლიტიკის მხარდამჭერი. ჩვენ ვხედავთ ისეთ ქვეყნებთან უფრო მეტი თანამშრომლობის და პარტნიორობის აუცილებლობას, რომლებიც ნატოს წევრი ქვეყნების ხედვებს იზიარებენ. არავისთვის იქნება გასაოცარი, რომ ყველა ფორუმზე, სადაც იქნება ამ საკითხზე საუბარი, ჩვენ მტკიცედ დავუჭერთ მხარს საქართველოს და უკრაინას ამ საკითხში,” – განაცხადა ინგრიდა შიმონიტემ. ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კი დარწმუნებულია, რომ ქვეყნები საქართველოსა და უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს აქტიურად გაახმოვანებენ. “ვფიქრობ, რომ როცა ბრიუსელში შეიკრიბებიან ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები, ისინი კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ მხარდაჭერას ორი ფასეული და ახლო პარტნიორის, საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ასევე ველი რომ, მკაფიოდ იქნება გახმოვანებული, საქართველოსაც და უკრაინასაც ექნება როგორც პოლიტიკური ასევე პრაქტიკული მხარდაჭერა და ძალიან მნიშვნელოვანია რომ, გავაგრძელოთ ამ პარტნიორებთან თანამშრომლობა, რადგან ეს ყველასთვის კარგია, მათ შორის თავად ნატოსთვის, რათა მოახდინოს დემონსტრირება, რომ, როცა რუსეთი ცდილობს დაარღვიოს საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და ემუქრება მათ, ნატოს წევრები არიან ამ ორი ქვეყნის პარტნიორები და მზად არიან მხარი დაუჭირონ საქართველოს და უკრაინას. მოხარული ვარ რომ ნაბიჯ- ნაბიჯ ჩვენი თანამშრომლობა უფრო ინტენსიური ხდება და დარწმუნებული ვარ, ასეთივე მკაფიო სიგნალი იქნება გაჟღერებული მომავალ სამიტზე,” – განაცხადა  სტოლტენბერგმა. ევროპარლამენტის დეპუტატი ესტონეთიდან მარინა კალიურანდი საქართველოს ურჩევს რეფორმები გააგრძელოს და არ გამოტოვოს შესაძლებლობების ფანჯარა. “როცა ესტონეთი უნდა გაწევრიანებულიყო ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ჩვენ ბევრად მეტი უნდა ...
წყარო

Mako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 12 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 20 საათის წინ

Salo

თბილისი
  • 14 თვის წინ

Monika

თბილისი
  • 10 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 20 საათის წინ

Tako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 3 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 28 დღის წინ

Mistress

თბილისი
  • 1 დღის წინ