აბასთუმანში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს 

მაშველებმა აბასთუმანში დაკარგული 7 ახალგაზრდა იპოვეს. „ჯგუფი ნაპოვნია უვნებლად. ამ დროისთვის მიმდინარეობს მათი ჩამოყვანა უსაფრთხო ადგილას. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება”, - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. 7 ახალგაზრდა მოქალაქისგან შემდგარი ჯგუფი აბასთუმნის ტყე-პარკში რამდენიმე დღის წინ წავიდა, თუმცა მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა. მაშველების თქმით, ზეკარის უღელტეხილიდან საირმისკენ მიმავალ ახალგაზრდებს გზა აებნათ. მათივე თქმით, ამ ტერიტორიაზე წვიმისა და ცუდი ამინდის დროს იცის ძლიერი ნისლი, რის გამოც პროფესიონალებსაც შეიძლება აერიოთ გზა. საბოლოოდ, ახალგაზრდებს აბასთუმნიდან 25 კმ-ის დაშორებით, ბაღდათის მხარეს, წაბლანას ტყის ტეროტორიაზე მიაგნეს. სამძებრო ოპერაციის ფარგლებში, მაშველებმა დაათვალიერეს ობსერვატორიის, ნასაბაჯვარის მთის, წყალსადენის და ზეკარის უღელტეხილის ტერიტორიები. საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო 50-მდე მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობით. ასევე, პროცესში მონაწილეობას იღებდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერთა ჯგუფი და პოლიციის შესაბამისი დანაყოფები. ...
წყარო

Яна

თბილისი
  • 1 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 11 საათის წინ

Kristina

თბილისი
  • 8 საათის წინ

დეა

თბილისი
  • 1 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 8 საათის წინ

Катя

თბილისი
  • 12 თვის წინ

Mistress

თბილისი
  • 13 საათის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 12 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 6 დღის წინ