დაპატიმრების საფრთხის გამო რუსეთი დატოვა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დმიტრი გუდკოვმა

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ყოფილი დეპუტატი, დმიტრი გუდკოვი აცხადებს, რომ ქვეყანა დატოვა მისი თქმით შეთითხნილი ბრალდების საფუძველზე დაპატიმრების საფრთხის გამო. გუდკოვი მოსკოვში 1 ივნისს დააკავეს, ქირის გადაუხდელობის ბრალდებით საკუთრებისთვის, რომელსაც ის წლების წინ ქირაობდა. ის 3 ივნისს გამოუშვეს, ბრალის ოფიციალურად წაყენების გარეშე. გუდკოვი ფეისბუკით წერს, რომ მან პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებული "რამდენიმე წყაროსგან" მიიღო ინფორმაცია - თუ ქვეყანას არ დატოვებდა, ყალბი ბრალდება ძალაში დარჩებოდა მის დაპატიმრებამდე. გუდკოვზე დაწყებული გამოძიება წარმოადგენს ბოლო შემთხვევას ტენდენციისა, რომელსაც ოპოზიცია კრემლის კრიტიკოსებზე ზეწოლის კამპანიად მიიჩნევს. რუსეთის ოპოზიციის ყველაზე გავლენიანი ლიდერი, ალექსეი ნავალნი, იანვარში, გერმანიიდან ჩასვლის შემდეგ დააკავეს, პირობითი სასჯელის დარღვევის ბრალდებით და ორნახევარი წლით მიუსაჯეს პატიმრობა. გუდკოვის აზრით, მასზე საქმე იმ მიზნით აღიძრა, რომ ის იძულებული გამხდარიყო რუსეთი დაეტოვებინა სულ მცირე სექტემბერში დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებამდე ვადით. ...
წყარო

Tatiana

თბილისი
  • 13 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 7 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 7 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 12 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 12 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 28 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 8 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 8 საათის წინ

Tata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Mariko

თბილისი
  • 1 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 3 თვის წინ