გამოწვევების მიუხედავად, არსებობს პროგრესი 4 საკვანძო მიმართულებით: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში წარუდგინა.ანგარიში 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. მასში მიმოხილულია როგორც საგარეო ურთიერთობების – ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის, კონფლიქტების მოგვარების, პანდემიისგან გამოწვეული სირთულეების, ასევე, რეგიონული განვითარებისა და სახელმწიფო მმართველობის საკითხები. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ქვეყნის მდგრადი, გრძელვადიანი განვითარება, ისევე, როგორც მისი კულტურული და ისტორიული მისია, უკავშირდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფ ინტეგრაციას. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა, სწორედ ამ მიზნის გათვალისწინებით, აქტიურად მუშაობს თითოეული სექტორისა და დარგის მოდერნიზებასა და რეფორმაზე. „ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა მსოფლიოს განვითარების ტემპებზე. განსაკუთრებული გავლენა ნათელია განვითარებად ქვეყნებზე, მათ შორის, საქართველოზე. მიუხედავად ამისა, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა და შემცირებული ეკონომიკური აქტივობების ფონზე, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ, ერთი მხრივ, არ შეჩერდეს ქვეყნის საშუალო და გრძელვადიანი განვითარების რეფორმები, ხოლო, მეორე მხრივ, მოკლევადიან პერიოდში დაეხმაროს მოსახლეობას, ისევე, როგორც კერძო სექტორს, ახალი გამოწვევების დაძლევაში. გამოწვევების მიუხედავად, არსებობს პროგრესი სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული 4 საკვანძო მიმართულებით: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები – მთავრობა აქტიურად მუშაობს ქვეყნის ისტორიული მიზნის – საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად. იდგმება გეგმაზომიერი ნაბიჯები, რათა 2024 წელს საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. საანგარიშო პერიოდში უფრო ინტენსიური გახდა თანამშრომლობა, როგორც უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, ასევე ინსტიტუციურ ჭრილში. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქვეყნის ნატოსთან თავსებადობის ასამაღლებლად და გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად. უმაღლეს დონეზეა აყვანილი ურთიერთობები ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ მოკავშირე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რისი დასტურიცაა ქვეყნისათვის ორპარტიული მხარდაჭერის აქტები და საქართველოსთვის გამოყოფილი გაზრდილი დაფინანსება. მთავრობა იყენებს ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტსა და საერთაშორისო ფორმატს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორების მხარდაჭერის მობილიზებისთვის. გრძელდება მუშაობა საქართველოს ტერიტორიების რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციისგან მომავალი გამოწვევების დასაძლევად. ამასთან, ფართოვდება ...
წყარო

Anna

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 3 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 18 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 19 საათის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 10 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 8 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 18 საათის წინ

молодая

თბილისი
  • 12 თვის წინ