ნატოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბელარუსი "უფრო და უფრო დამოკიდებული" ხდება რუსეთზე

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ბელარუსი "უფრო და უფრო დამოკიდებული" ხდება რუსეთზე, მას შემდეგ, რაც ბელარუსი იზოლაციაში მოექცა დასავლეთისგან, ანტისამთავრობო აქციებზე მისი მმართველი რეჟიმის სასტიკი ზეწოლის გამო. სტოლტენბერგი ამ განცხადებით გამოვიდა ინტერვიუში, რომელიც 6 ივნისს გამოქვეყნდა Welt am Sonntag-ში, ერთი კვირით ადრე, სანამ ბრიტანეთში ნატოს ყოველწლიური სამიტი გაიმართება. რუსეთი და ბელარუსი ამ სამიტზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. ნატოს სამიტამდე, 11-13 ივნისს გაიმართება დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების ლიდერების სამდღიანი შეხვედრა. დასავლეთის ქვეყნებმა ბელარუსს დამატებითი სანქციები დაუწესეს მას მერე, რაც ბელარუსმა საბერძნეთიდან ლიეტუვისკენ მიმავალი თვითმფრინავი აიძულა მინსკში დაფრენილიყო, ბორტზე მყოფი დისიდენტი ჟურნალისტის დასაპატიმრებლად. სტოლტენბერგმა ინტერვიუში გამოცემას უთხრა, რომ ნატო "ყურადღებით ადევნებს თვალს ბელარუსში მიმდინარე პროცესებს", და შეშფოთება გამოთქვა მინსკსა და მოსკოვს შორის კავშირების გაღრმავების თაობაზე. ...
წყარო

Lika

თბილისი
  • 28 დღის წინ

Kristina

თბილისი
  • 8 საათის წინ

Babi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 12 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 8 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 10 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 7 საათის წინ

mari mari

თბილისი
  • 7 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 11 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 12 თვის წინ