ივანიშვილი გახარიას გადადგომაზე: ზოგი ჭირი მარგებელია

"ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გადადგომაზე მისთვის საყვარელ გამონათქვამს იხსენებს და ამბობს, რომ "ზოგი ჭირი მარგებელია". მან გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით და მისი ახალი პოლიტიკური პარტიის შესახებ განცხადება გაავრცელა. "ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გამონათქვამია - ზოგი ჭირი მარგებელია. იყო გათვლა, რომ გახარიას გადადგომით დადგებოდა მძიმე პოლიტიკური კრიზისი. თუმცა, როგორც ვხედავთ, მმართველი პარტიის ძლიერმა, პროგრესულმა და გამოცდილმა გუნდმა მარტივად შეძლო სირთულეების დაძლევა და სახელმწიფო ინსტიტუტების გამყარება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან ჩემი გასვლის შემდეგ ორი წამყვანი სახელმწიფო თანამდებობის პირი შეიცვალა, სახელმწიფო აგრძელებს სტაბილურ ფუნქციონირებას", - აცხადებს ის. ასევე ნახეთ ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და გიორგი გახარიას გადადგომას ღალატად აფასებს ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას ღალატის გარდა ყველაზე მძიმე პოლიტიკურ დანაშაულსაც უწოდებს და აღნიშნავს, რომ ახალი პარტიის მიზანი მმართველი პარტიისთვის ხმების წართმევაა. გიორგი გახარიამ პრემიერის თანამდებობა და მმართველი გუნდი 18 თებერვალს დატოვა. მიზეზად მან თქვა, რომ მმართველ გუნდში ვერ შეთანხმდნენ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების საკითხზე. გადადგომიდან თვე-ნახევარში მან ახალი პარტია "საქართველოსთვის" დააფუძნა. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ის "ქართული ოცნების" სატელიტი პარტიაა, მმართველ გუნდში კი ეჭვები აქვთ, რომ გახარიამ "მიხეილ სააკაშვილის თამაში ითამაშა". ...
წყარო

Ania

თბილისი
  • 3 თვის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 12 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 12 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 2 საათის წინ

Inga

თბილისი
  • 7 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • 100%

Олеся

თბილისი
  • 3 დღის წინ

Luba

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ