ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და გიორგი გახარიას გადადგომას ღალატად აფასებს

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ გიორგი გახარიას პარტია "ქართული ოცნების" "სატელიტი" პარტია არ არის და ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას აკრიტიკებს და მის გადადგომას გუნდისა და სახელმწიფოს მიმართ ღალატად აფასებს. ამ შინაარსის განცხადება მისი სახელით ფონდმა "ქართუმ" გაავრცელა. "საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა საქართველოში წლების განმავლობაში ფართოდ დანერგილი მანკიერი პრაქტიკა იყო. თუმცა, ამგვარი რამ ჩემი ხელწერა არასოდეს ყოფილა და 2011 წლიდან პოლიტიკიდან ჩემს საბოლოოდ გასვლამდე ქართული საზოგადოებისთვის არც ერთი ფსევდოპარტიის შექმნა არ მიკადრებია. მით უფრო გამორიცხულია, ამგვარი რამ საკუთარ თავს ან საზოგადოებას პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ვაკადრო", - აცხადებს ივანიშვილი. მისი თქმით, გიორგი გახარიას თებერვალში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, როცა მან თანამდებობა დატოვა, "გააოცა". იმის მიუხედავად, რომ ივანიშვილმა ამ განცხადებაში პოლიტიკიდან წასვლაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება, ზუსტად გაიმეორა "ქართული ოცნების" ვერსია ყოფილი პრემიერის გადადგომაზე. "მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფო თანამდებობის პირმა სრულიად გაუგებარ დროს, ყოვლად გაუგონარი მიზეზით დატოვა თანამდებობა - იგი გადადგა იმ მიზეზით, რომ არ სურდა კანონის უზენაესობის დაცვა და კანონის აღსრულება, რისკენაც მას მთელი პოლიტიკური გუნდი მოუწოდებდა. ის ითხოვდა კანონის აღსრულების ორი დღით გადავადებას, რის შესახებაც ჩვენ დღემდე ვერავითარი დამაჯერებელი განმარტება ვერ მოვისმინეთ. გახარიას ეს პოზიცია მით უფრო გაუგებარი იყო იმ ფონზე, რომ რამდენიმე დღით ადრე ის საკუთარი გუნდისგან მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას დაჟინებით მოითხოვდა. უმაღლესი თანამდებობის პირის ამგვარ მოქმედებას, გაუგებრობის ხარისხით, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაშიც კი ძნელად შეიძლება მოეძებნოს ანალოგი", - აცხადებს ის. ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას ღალატის გარდა ყველაზე მძიმე პოლიტიკურ დანაშაულსაც უწოდებს და აღნიშნავს, რომ ახალი პარტიის მიზანი მმართველი პარტიისთვის ხმების წართმევაა. "ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გამონათქვამია - ზოგი ჭირი მარგებელია. იყო გათვლა, რომ გახარიას გადადგომით დადგებოდა მძიმე პოლიტიკური კრიზისი. თუმცა, როგორც ვხედავთ, მმართველი პარტიის ძლიერმა, პროგრესულმა და გამოცდილმა გუნდმა მარტივად შეძლო სირთულეების დაძლევა და სახელმწიფო ინსტიტუტების გამყარება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან ჩემი გასვლის შემდეგ ორი წამყვანი სახელმწიფო თანამდებობის პირი შეიცვალა, სახელმწიფო აგრძელებს სტაბილურ ფუნქციონირებას", - აცხადებს ივანიშვილი. მისივე თქმით, მმართველი პარტია არ არის და...
წყარო

Mila

თბილისი
  • 14 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 18 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 22 საათის წინ

Veronika

თბილისი
  • 19 საათის წინ

Anastasia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 13 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 19 საათის წინ

Babi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 12 თვის წინ