მაშველებმა აბასთუმნის ტყიდან დაკარგული ახალგაზრდები გამოიყვანეს

დღეს დილით, 8 საათისთვის დასრულდა აბასთუმნის ტყე-პარკში დაკარგული ახალგაზრდების ტყიდან გამოყვანის ოპერაცია, რომელიც ღამით, დაახლოებით 2 საათისთვის დაიწყო. ამ დროისთვის ისინი პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან. 7 ახალგაზრდა აბასთუმნის ტყე-პარკში 2 ივნისს წავიდა, თუმცა ჯგუფთან დაკავშირება რამდენიმე დღე ვერ ხერხდებოდა. სამაშველო სამსახურმა მათი ადგილსამყოველის დადგენა 6 ივნისს საღამოსთვის შეძლო. მაშველების თქმით, ზეკარის უღელტეხილიდან საირმისკენ მიმავალ ახალგაზრდებს გზა აებნათ. ამ ტერიტორიაზე წვიმისა და ცუდი ამინდის დროს იცის ძლიერი ნისლი, რის გამოც პროფესიონალებსაც შეიძლება აერიოთ გზა. საბოლოოდ, ახალგაზრდებს აბასთუმნიდან 25 კმ-ის დაშორებით, ბაღდათის მხარეს, წაბლანას ტყის ტერიტორიაზე მიაგნეს. სამძებრო ოპერაციისას, მაშველებმა დაათვალიერეს ობსერვატორიის, ნასაბაჯვარის მთის, წყალსადენის და ზეკარის უღელტეხილის ტერიტორიები. საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო 50-მდე მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობით. ასევე, ძებნაში მონაწილეობდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერთა ჯგუფი და პოლიციის დანაყოფები. ...
წყარო

Elena

თბილისი
  • 14 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Mako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 10 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 9 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 4 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 4 საათის წინ

Mariko

თბილისი
  • 1 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 5 დღის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 19 საათის წინ

Ilona

თბილისი
  • 4 საათის წინ