სიმღერის სიყვარულით - ჩხოროწყუელი ქალების თერაპია [ვიდეო]

პანდემიის პირველი ტალღისას, როცა კორონავირუსზე ბევრი არც არაფერი ვიცოდით და გაურკვევლობის შიშით თითქმის ყველაფერი გაჩერდა, ჩხოროწყუში ენერგიის ახალი ცენტრი გაჩნდა. სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა წლების წინანდელი ჩანაფიქრი სწორედ საყოველთაო პაუზის, სახლებში გამოკეტვის დროს აქციეს ნამდვილ "ხმაურად" და ასე ჩამოყალიბდა მოყვარულ მუსიკოს ქალთა გუნდიც. იურისტი, ბანკის თანამშრომელი, პედაგოგი, მშობელი, ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრის შენობაში სიმღერის სურვილმა და სიყვარულმა გააერთიანა და ყველაზე მძიმე დღეების სტრესსაც ასეთი მხიარულებით უპასუხეს. მათ რეპერტუარში ათამდე სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნომერია. ინიციატივა რესურსცენტრის ხელმძღვანელ ლია ჯალაღონიას და ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ სოფიო გოგოხიას ეკუთვნით. ამ გუნდის ჩამოყალიბება ჩემი დიდი ხნის ოცნება იყოო, ამბობს ლია ჯალაღონია, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს მხოლოდ 7 თვის წინ მოახერხეს. ბევრი პედაგოგი კარგად მღეროდა, ან უბრალოდ უნდოდა ემღერა, რაც მისთვის მთავარი მოტივაცია გახდა, ამ ყველაფრისთვის გარკვეული ფორმა მიეცა. "ეს, წელს რესურსცენტრში განხორციელებული საქმიანობებიდან ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნოა. იცით, რომ ძალიან მძიმე წელი გვქონდა. იყო პრობლემები და ეს ფსიქოლოგიური პრობლემებიც არის, ხომ? ამ დროს ძალიან კარგი ჟესტი იყო - გამოვიწვიეთ ჩვენ აქ კორონა და დავამარცხეთ გუნდის წევრებმა. გვინდა მივცეთ ახალი სისხლი და შესაძლებლობები ამ წამოწყებას", - განუცხადა "ლაივპრესს" ლია ჯალაღონიამ. რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მსგავსი არაფორმალური შეხვედრები მეტად აახლოვებს კოლექტივს, ამყარებს ურთიერთობებს. ამასთან, მასწავლებელთა კლუბი სხვადასხვა ღონისძიებას მართავს, რა დროსაც სჭირდებოდათ მუსიკა და მომწიფდა კიდეც ჩანაფიქრი ქალთა გუნდის ჩამოსაყალიბებლად. ამბობს, რომ იმღერებენ ყველგან, სადაც კი ამის შესაძლებლობა ექნებათ. ამაზე კარგს რას ვიზამთ, ეს არისო ჩვენი სულიერი საზრდო, გვითხრა. ქალთა გუნდი 11 წევრითაა დაკომპლექტებული. მოყვარულ მომღერალთა შორის, ნატაშა გახარია ერთ-ერთი პროფესიონალი მუსიკოსია - ეკლესიის მგალობელ-ლოტბარი. მისი თქმით, მართალია დიდი ხნის ჩანაფიქრი იყო ამ გუნდის ჩამოყალიბება, თუმცა სოფიო გოგოხიას გამარჯვებამ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში, გარკვეულწილად პროცესები დააჩქარა. ხალხური და ქალაქური ფოლკლორი, საგალობლები - ამ ჟანრის სიმღერებს მათ რეპერტუარში მოისმენთ. ჩემთვის ეს გუნდი არის სიცოცხლე, ცხოვრების წყარო, სტიმული. პანდემიის დროს ვიხალისებთ გულს და ჩვენს მსმენელსაც, - ამბობს ნატაშა გახარია. "ზუსტად პანდემიის დროს ჩამოყალიბდა ეს გუნდი. თოთო ბავშვივითაა, 6-7 თვის გუნდია. სოფიოს წარმატებამ განაპირობა ჩემი მხრიდან, რომ ეს პროცესი...
წყარო

Qeti

თბილისი
  • 3 თვის წინ

Mistress

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lusi

თბილისი
  • 6 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 7 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 13 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 12 თვის წინ

Eva

თბილისი
  • 17 საათის წინ

Kristina

თბილისი
  • 18 საათის წინ

Viktoria

თბილისი
  • 18 საათის წინ

Anastasia

თბილისი
  • 13 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 18 საათის წინ