მოსალოდნელია, რომ ეკონომიკა ნავარაუდევთან შედარებით გაცილებით სწრაფი ტემპით აღდგება

მარტის და აპრილის დადებითი ტენდენციების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ეკონომიკა ნავარაუდევთან შედარებით გაცილებით სწრაფი ტემპით აღდგება და მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გადააჭარბებს ბიუჯეტის დაგეგმვისას არსებულ 4,3 პროცენტიან პროგნოზს, რასაც მომდევნო წლების მშპ-ზეც დადებითი ეფექტი ექნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშშია აღნიშნული. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი გაჯანსაღებისა და ეკონომიკური აქტივობის პოზიტიურ ტენდენციებზე ნათლად მიანიშნებს 2021 წლის თებერვლიდან საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. „პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკაზეც და შეაჩერა ის პოზიტიური ტენდენციები, რაც პანდემიამდე ფიქსირდებოდა ეკონომიკის ყველა მიმართულებით. ბუნებრივია, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები უარყოფითად აისახა ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებელზე. პანდემიის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა ტურიზმის სფერო და მასთან დაკავშირებული საქმიანობები. ამ ყოველივეს გათვალისწინებით 2020 წელს ეკონომიკის კლებამ 6.2% შეადგინა. ტურისტული ნაკადების მნიშვნელოვანმა შემცირებამ (საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები შემცირდა 83.4%-ით) მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ზრდა გამოიწვია და მშპ-ის 12.3% შეადგინა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქონლის ექსპორტის 12%-ით შემცირების მიუხედავად, ადგილობრივი პროდუქტის ექსპორტი 3.5%-ით გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე შემცირდა საინვესტიციო აქტივობაც და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც. სარეიტინგო კომპანიების „Fitch“-ისა და „S&P“-ის მიხედვით, საქართველო ინარჩუნებს „BB“ საკრედიტო სუვერენულ რეიტინგს ნეგატიური პერსპექტივით. პანდემიის მართვის კუთხით, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში განხორციელებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო პანდემიის უარყოფითი გავლენის შემცირებასა და ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესს. პანდემიით გამოწვეული რეცესიის ერთწლიანი პერიოდის შემდგომ, ეკონომიკური აქტივობის დონის რეალური ცვლილების მაჩვენებელი მარტში პირველად გახდა დადებითი (4%), ხოლო აპრილში ზრდამ მასშტაბური, 44.8% შეადგინა. შესაბამისად, საგრძნობლად გაიზარდა კუმულატიური ზრდის ტემპიც და 2021 წლის იანვარ-აპრილის პერიოდისათვის 8.1 პროცენტს გაუტოლდა. საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი გაჯანსაღებისა და ეკონომიკური აქტივობის პოზიტიურ ტენდენციებზე ნათლად მიანიშნებს 2021 წლის თებერვლიდან საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. 2021 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით ექსპორტი შთამბეჭდავად, 70 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 378.1 მლნ. აშშ...
წყარო

Vika

თბილისი
  • 7 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 2 დღის წინ

mari mari

თბილისი
  • 7 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Ella

თბილისი
  • 6 საათის წინ

Ania

თბილისი
  • 3 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 8 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 6 საათის წინ

Ninaka

თბილისი
  • 10 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 27 წუთის წინ

Alena

თბილისი
  • 6 საათის წინ