ბიძინა ივანიშვილი: „ოცნებამ“ ჩემი პოლიტიკიდან გასვლით მიაღწია პიროვნების კულტის ტრადიციის დასრულებას

საქართველოს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ მასთან ერთად და მისი პოლიტიკიდან გასვლით მიაღწია, არის პიროვნების კულტისა და მესიანიზმის მანკიერი ტრადიციის დასრულება. „ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩემს მიერ დაფუძნებული პარტია მომავალშიც წარმატებით უზრუნველყოფს სახელმწიფოს სიმტკიცეს, დემოკრატიული ინსტიტუტების, სამართლისა და კანონის უზენაესობის დაცვას, რაც სახელმწიფოს განვითარების აუცილებელი პირობაა“, - აღნიშნულია მის განცხადებაში, რომელიც 7 ივნისს გამოქვეყნდა. განცხადებაში წერია, რომ „ქართული ოცნება“ არ არის დამოკიდებული ცალკეულ პიროვნებებზე და ამით რადიკალურად განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობისგან“: „მმართველი პარტია არ არის დამოკიდებული ცალკეულ პიროვნებებზე და იგი ძლიერია, როგორც ერთიანი გუნდი, რომელსაც უყვარს ქვეყანა, აქვს ღირებულებები და მყარად იცავს სახელმწიფო ინტერესებს. ამ თვალსაზრისით, „ქართული ოცნების“ სრული ანტიპოდია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც, თავიდან ბოლომდე, მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე მის ერთპიროვნულ ლიდერზე არის დამოკიდებული. საკმარისია, ეს ლიდერი საჯარო სივრცეს ჩამოშორდეს და მისი პარტია მყისიერად ჩამოიშლება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა განცხადებაში, რომელშიც იგი ყოფილ პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას აკრიტიკებს და მის გადადგომას გუნდისა და სახელმწიფოს მიმართ ღალატად აფასებს. ამავე წერილში იგი წერს, რომ გიორგი გახარიას პარტია მისი პოლიტიკური პროექტი არ არის. „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა საქართველოში წლების განმავლობაში ფართოდ დანერგილი მანკიერი პრაქტიკა იყო. თუმცა, ამგვარი რამ ჩემი ხელწერა არასოდეს ყოფილა და 2011 წლიდან პოლიტიკიდან ჩემს საბოლოოდ გასვლამდე ქართული საზოგადოებისთვის არც ერთი ფსევდოპარტიის შექმნა არ მიკადრებია. მით უფრო გამორიცხულია, ამგვარი რამ საკუთარ თავს ან საზოგადოებას პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ვაკადრო. გარდა იმისა, რომ ფსევდოპარტიის შექმნა თავისთავად არასწორი მოვლენაა, გიორგი გახარიასთან პოლიტიკური თანამშრომლობა ჩემთვის ისედაც ყოვლად მიუღებელი იქნებოდა. მთელი ამ წლების მანძილზე, ქართულ პოლიტიკაში უამრავი პოლიტიკური გადაცდომის მომსწრე გავხდით და მეგონა, რომ ამ თვალსაზრისით, აღარაფერი და ვეღარავინ გამაოცებდა. თუმცა, რაც გიორგი გახარიამ მიმდინარე წლის თებერვალში გააკეთა, ამ ფონზეც კი, გაკვირვებას იწვევს“, - აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი განცხადებაში. ასევე ნახეთ ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და გიორგი გახარიას გადადგომას ღალატად აფასებს გიორგი გახარიამ პრემიერის თანამდებობა და მმართველი გუნდი 18 თებერვალს დატოვა. მიზეზად მან თქვა, რომ მმართველ გუნდში ვერ შეთანხმდნენ "ნაციონალური მოძრაობის&q...
წყარო

Svetlana

თბილისი
  • 1 საათის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 14 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Eva

თბილისი
  • 43 წუთის წინ

Sofia

თბილისი
  • 8 თვის წინ

Bela transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 3 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 2 დღის წინ