19 აპრილის შეთანხმება ინსტიტუტების გაძლიერების შესაძლებლობას იძლევა და ეს არის ნატოსკენ მიმავალი გზა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის განცხადებით, 19 ივნისის შეთანხმებით განსაზღვრული რეფორმების განხორციელება ნატოსკენ მიმავალი გზაა. “მოგეხსენებათ, რამდენიმე დღეში, 14 ივნისს, გაიმართება ნატოს სამიტი და პრეზიდენტი, პირველად პრეზიდენტის რანგში, მოუთმენლად ელის ამ სამიტზე დასწრებას. საქართველო არის ძალიან მტკიცე პარტნიორი ნატოსი, ის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, როგორც არაწევრი ქვეყანა. ეს საკითხები დღესაც იყო განხილვის თემა ჩვენი შეხვედრების დროს. მნიშვნელოვანია, ამ კუთხით ჩვენი ურთიერთობების და კავშირების კიდევ უფრო გამოხატვა და კვლავ დადასტურება. მოგეხსენებათ, წინა კვირას საქართველოში იმყოფებოდა კონგრესმენთა დელეგაცია,  რომელთაც ისაუბრეს ამ საკითხზე და იმ ძალიან ნათელ გზაზე, რაც საქართველომ უნდა გააკეთოს, არის მნიშვნელოვანი რეფორმები დემოკრატიის, ეკონომიკის, უფრო ძლიერი ინსტიტუტების მშენებლობის გზით. ძალიან გაგიმართლათ, რომ ძლიერი ინსტიტუტები გაქვთ, თუმცა 19 აპრილის შეთანხმება იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ეს ინსტიტუტები კიდევ უფრო გაძლიერდეს და ეს არის ნატოსკენ მიმავალი გზა. მოგეხსენებათ, რომ ნატოს სამიტი ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ ნატოს კარი არის ღია. მიუხედავად კოვიდით გამოწვეული ვითარებისა, ნატომ გასულ წელს მიიღო 30-ე წევრი, ჩრდილოეთ მაკედონია, რომელიც შეუერთდა ნატოს. ამ სამიტზე განხილული იქნება ნატოს სამოქმედო გეგმები მომდევნო 10 წლის განმავლობაში, ის გამოწვევები, რაც დგას ნატოს წინაშე, იქნება ეს ჰიბრიდული ომი, კიბერუსაფრთხოება, ყურადღება გამახვილდება რუსეთის აგრესიაზე. ასევე, ჩინეთის საკითხი და ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო სამიტი იქნება,”- განაცხადა ფილიპ რიკერმა....
წყარო

Anna

თბილისი
  • 7 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 1 დღის წინ

Ania

თბილისი
  • 3 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 7 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 10 თვის წინ

Mariko

თბილისი
  • 1 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 14 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 6 საათის წინ

Яна

თბილისი
  • 1 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 15 დღის წინ