ალექსეი ნავალნი ციხის საავადმყოფოდან კვლავ კოლონიაში დააბრუნეს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ვლადიმირში მდებარე ციხის საავადმყოფოდან კვლავ ქალაქ პოკროვში მდებარე კოლონიაში დააბრუნეს, სადაც კრემლის კრიტიკოსი პოლიტიკოსი ეტაპით ჩაიყვანეს მარტში, მას შემდეგ, რაც სასამართლომ პირობითი სასჯელი ნამდვილი პატიმრობით შეუცვალა. ეს ცნობილი გახდა ორშაბათს, როდესაც სასამართლომ დაიწყო მოსმენა ნავალნის საჩივარზე. მსჯავრდებული პოლიტიკოსი კოლონიის ადმინისტრაციას უჩიოდა მის მიერ მიღებული გაზეთების ცენზურისთვის. ნავალნი, კერძოდ, აცხადებდა, რომ კოლონიაში ადგილი ჰქონდა შემთხვევებს, როდესაც პერიოდული გამოცემებიდან ვიღაცის მიერ შეგნებულად იყო ამოჭრილი გარკვეული პუბლიკაციები. ალექსეი ნავალნი პოკროვის კოლონიიდან ვლადიმირში მდებარე პატიმართა საავადმყოფოში 18 აპრილს გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც ორკვირიანი შიმშილობის გამო მისი მდგომარეობა გაუარესდა. კოლონიაში ნავალნი სამოქალაქო ექიმებმა შეამოწმეს, რის შემდეგაც პოლიტპატიმარმა დაიწყო შიმშილობიდან გამოსვლა. ორშაბათის სასამართლო სხდომაზე ნავალნიმ განაცხადა, რომ აღარ აქვს პრეტენზია კოლონიის ადმინისტრაციიის მიმართ. „მსურს უკან წავიღო სარჩელი, რადგან ახლა ჩვენ ვართ ისეთ წერტილში, როდესაც იურიდიულად დავადგინეთ, რომ არ ყოფილა არანაირი ცენზურა“, - განაცხადა ნავალნიმ სასამართლოზე კოლონიიდან ინტერნეტის საშუალებით ჩართვის დროს. ოპოზიციონერმა ასევე უარი თქვა მეორე სარჩელის განხილვაზე, რომელიც ყურანის გადაცემას შეეხებოდა და დასძინა, რომ საჭირო წიგნები უკვე მიიღო. მოსამართლე დაეთანხმა ნავალნის ორივე საქმის შეწყვეტის თაობაზე. 44 წლის პოლიტიკოსი პატიმრობაშია იანვრიდან - როცა რუსეთში დაბრუნდა, ნერვული აგენტით აგვისტოში მოწამვლის მერე გერმანიაში ჩატარებული მკურნალობის შემდეგ. ნავალნი თვლის, რომ ის ფედერალური უშიშროების აგენტებმა, პუტინის დავალებით მოწამლეს. კრემლი უარყოფს ინციდენტში მონაწილეობას. მაისის დასაწყისში Amnesty International-მა განაცხადა, რომ გადაწყვიტა, ალექსეი ნავალნი კვლავ აღიაროს „სინდისის პატიმრად“ მას მერე, რაც წლის დასაწყისში ადამიანის უფლებების მეთვალყურე ორგანიზაციამ მოუხსნა ეს სტატუსი საპატიმროში მყოფ რუს ოპოზიციონერს მისი ადრინდელი კომენტარებისთვის, რომლებიც „სიძულვილის პროპაგანდის ზღვარზე“ იყო. ...
წყარო

Kesi mulatka

თბილისი
  • 12 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 9 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 10 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nuca

თბილისი
  • 12 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Eva

თბილისი
  • 2 საათის წინ

Babi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 14 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 28 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 7 თვის წინ