მოსამართლემ 27 მაისს "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 8-ვე პირი გაფრთხილებით გაათავისუფლა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა 27 მაისს "ნამახვანჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული რვავე პირი. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. როგორც ადვოკატი, დალი სულაქველიძე ამბობს, უკმაყოფილო არ არის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რადგან მან სრულად გაიზიარა ერთ ნაწილში დაცვის მხარის პოზიცია. მისივე თქმით, განჩინების ჩაბარების შემდეგ გაასაჩივრებენ გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც, დაკავებული რვა პირი მოსამართლემ გააფრთხილა. პოლიციამ გუმათში "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგე 8 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (მუხლი 137 და მუხლი 166) პოლიციელების დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის მუხლებით დააკავა. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციამ რიონის ხეობიდან თბილისში კვირას, 23 მაისს გადაინაცვლა. აქციის ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ თუ არ შესრულდებოდა მათი მოთხოვნები, თბილისის ქუჩების პარალიზებას შეეცდებოდნენ. მანამდე 200-ზე მეტი დღის განმავლობაში ისინი აქციას რიონის ხეობაში მართავდნენ. 26 მაისს აქციის მონაწილეები რიონის ხეობაში დაბრუნდნენ, 27 მაისს კი ეს პირები დააკავეს. ...
წყარო

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 10 საათის წინ

Anastasia

თბილისი
  • 14 საათის წინ

Monika

თბილისი
  • 10 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 3 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 18 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 18 საათის წინ

Diko

თბილისი
  • 14 საათის წინ

Катя

თბილისი
  • 12 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 7 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 22 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 7 თვის წინ