შარლ მიშელსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ჯერ კიდევ მაისის თვეში ევროკავშირის ლიდერებმა დაგმეს რუსეთის უკანონო, პროვოკაციული და ძირგამომთხრელ მოქმედებას ევროკავშირის, მის წევრი სახელმწიფოებისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, რამაც კიდევ უფრო გააუარესა რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობები, - აღინიშნა 7 ივნისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბარის დროს. ასეთი ქმედებების მიმართ ევროკავშირი ერთიანი და სოლიდარულია, - განაცხადა საუბარში მიშელმა, რომელმაც დასძინა, რომ რუსეთ-ევროკავშირის შორის არსებული ვითარება ან მისი შემდგომი გაუარესება არც ერთი მხარის ინტერსში არ შედის. სატელეფონო საუბრის დროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დაადასტურა კავშირის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და რუსეთს მინსკის შეთანხმებების სრულყოფილად შესრულებაში თავისი წილი პასუხისმგებლობა შეახსენა, - ნათქვამია პრესრელიზში, რომელიც ევროპული საბჭოს საიტზეა გამოქვეყნებული. ბელარუსის გარშემო საუბრის დროს შარლ მიშელმა დაადასტურა ევროკავშირის ამასწინადელი შეფასება ბელარუსის ხელისუფლების მიერ კომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავის მინსკში იძულებით დაჯდომასთან დაკავშირებით, რაც ევროკავშირის მორიგი სანქციების საფუძვლად იქცა. შარლ მიშელმა განაცხადა, რომ აუცილებელია ბელარუსის ხელისუფლებამ დაუყოვნებლად გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, შეწყვიტოს რეპრესიები და გზა გაუხსნას ყოველისმომცველ დიალოგს. ამ კრიზისის მოწერიგებაში კი რუსეთს შეუძლია მიშნველოვანი როლის შესრულება, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. ...
წყარო

Nata

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 9 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 2 საათის წინ

Veronika

თბილისი
  • 3 საათის წინ

Elisa

თბილისი
  • 10 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 3 საათის წინ

Tatiana

თბილისი
  • 13 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 12 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 9 თვის წინ