ფილ რიკერი ოპოზიციას შეხვდა

საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილ რიკერი. როგორც შეხვედრის შემდეგ თქვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ, შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, ხოლო, მასზე განხილული საკითხები იყო კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რომელიც ეხება საქართველოს განვითარებას. მისი თქმით, განიხილეს, როგორც მძიმე ეკონომიკური მდომარეობიდდან ქვეყნის გამოყვანის საკითხები, ასევე, ქვეყნისა და რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. ერთ-ერთი საკითხი კი, რომელიც მელიას თქმით, მან შეხვედრაზე დააყენა შეეხებოდა პარტიების დაფინანსების კანონპროექტს. „ქართული ოცნება" არ ანებებს საერთაშორისო საზოგადოებასაც კი, რომ გააკვირვოს უკანონო ქმედებებით. ის, რასაც ისინი აპირებენ ახლა ლეიბორისტული პარტიის მიმართ ჩაიდინონ, და მას აბსოლუტუტრად არაკონსტიტუციურად, არაკანონიერად აპირებენ შეუჩერონ დაფინანსება, რომელიც კონსტიტუციის და კანონის თანახმად ეკუთვნის. ამაზეც კი მქონდა საუბარი. მე იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნება" ამ ნაწილშიც კი მოეგება გონს და არ ჩაიდენს ისეთ რამეს, რომელიც ბუმერანგივით მათ შემოუტრიალდება", - ამბობს ნიკა მელია. ფილ რიკერის შეხვედრების შესახებ აშშ-ის საელჩომ საქართველოში განცხადება გაავრცელა. „შეერთებული შტატები ურყევად ერთგულია საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - აღნიშნავს საელჩო. როგორც საელჩო იუწყება, ფილ რიკერმა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა, ელჩმა ადამ სტერლინგმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და პარლამენტში ოპოზიციურ ლიდერებთან საქართველოს დასავლური ინტეგრაცია განიხილეს. სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია რუსეთის აგრესიული, დესტაბილიზაციური ქმედებებისა და მის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის მიმართ ყურადღების მიპყრობას გააგრძელებს. ...
წყარო

Anastasia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 3 დღის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 10 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Mako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 6 დღის წინ

ნინი

თბილისი
  • 7 თვის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 9 თვის წინ