სომხეთში აზერბაიჯანის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს

სომხეთის უშიშროების სამსახურის ცნობით, დაპატიმრებულია ორი მამაკაცი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან აზერბაიჯანის, იმ ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობაში, რომელთანაც შარშან შემოდგომაზე სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის გარშემო ერევანს ომი ჰქონდა. ორი ეჭვმიტანილიდან ერთმა, სომხეთის მხარის განცხადების თანახმად, აზერბაიჯანს გადასცა საიდუმლო ინფორმაცია სომხეთის შეიარაღებისა და ტექნიკის შესახებ შარშანდელ საბრძოლო მოქმედებებში, რომლის დროსაც სულ მცირე 6900 ადამიანი დაიღუპა. ცნობას აზერბაიჯანის მხრიდან არანაირი ოფიციალური კომენტარი არ მოჰყოლია. სომხეთში 20 ივნისისთვის დაგეგმილი ვადამდელი არჩევნების წინ ბოლო კვირებში სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებენ საზღვრის გასწვრივ მომხდარ სხვადასხვა ინცინდენტში, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნების მიზნით იზრდება ზეწოლა. საერთაშორისო საზოგადოება მთიან ყარაბაღს მიიჩნევს აზერბაიჯანის ნაწილად, მაგრამ ეთნიკური სომხები, რომლებიც რეგიონის დიდ ნაწილს შეადგენენ, ამას უპირისპირდებიან. ამ ნაიდაგზე 1990-იან წლებში დაწყებული ეთნიკური კონფლიქტის შედეგად სომხეთის არმიამ აიძულა დაახლოებით 750 000 აზერბაიჯანელი, რომ დაეტოვებინა მთიანი ყარაბაღი და მისი გარშემო მდებარე რაიონები. შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 30 000 ადამიანი. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო 2020 წლის 27 სექტემბრის შემდეგ განახლებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს ორივე მხარეს ათასობით ადამიანი დაიღუპა. 44-დღიანი ომის შედეგად აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის ნაწილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, 4 რაიონზე, რომლებიც ეთნიკური სომხების ხელთ იყო 1994 წლიდან. 10 ნოემბერს რუსეთის შუამავლობით აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ერთობლივ განცხადებას, რომლის შედეგად სომხეთმა აზერბაიჯანს დაუბრუნა კიდევ სამი - აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონები. ამავე განცხადებაში ასახული მოკონფლიქტე მხარეთა შეთანხმებით მალევე მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უზრუნველსაყოფად რუსეთის 2000-კაციანი სამხედრო ძალა შევიდა. ...
წყარო

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 3 თვის წინ

Яна

თბილისი
  • 1 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 4 საათის წინ

наталья

თბილისი
  • 16 წუთის წინ

Milana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 2 დღის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 12 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 10 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 9 თვის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 19 საათის წინ