"ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია" საპარლამენტო საქმიანობას დღეიდან იწყებს

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტისთვის გამოცხადებულ ბოიკოტს წყვეტს ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“. ბლოკიდან არჩული დეპუტატები პარლამენტის სხდომაზე დღეს პირველად მივლენ. უკვე ცნობილია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს. „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა“, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამ ბლოკში გაერთიანდნენ „რესპუბლიკური პარტია“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „ევროპელი დემოკრატები“ და „პროგრესი და თავისუფლება“. ბლოკს, რომელიც 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, პარლამენტისთვის ბოიკოტი ჰქონდა გამოცხადებული და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად საპროტესტო აქციებს მართავდა ხელახალი არჩევნების მოთხოვნით. "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომლის გარშემოც დანარჩენი პარტიები იყვნენ გაერთიანებული, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 30 მაისს მიიღო. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოთი გათავისუფლება, რაც ევროკავშირის და აშშ-ის შუამავლობით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ამასთან, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უკვე შესული სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, დღემდე უარს ამბობს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ „ქართული ოცნების“ და ოპოზიციისთვის შეთავაზებული შეთანხმების ხელმოწერაზე. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ არ ეთანხმებიან დოკუმენტის იმ ნაწილს, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის დანაშაულის ამნისტიას ეხება. ...
წყარო

Tika

თბილისი
  • 14 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 2 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 15 დღის წინ

Elena

თბილისი
  • 14 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Veronika

თბილისი
  • 8 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 8 საათის წინ

Alena

თბილისი
  • 8 საათის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 11 საათის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ