ინალ ჯაბიევის მკვლელობაში ეჭვმიტანილები იზოლატორიდან ხელწერილით გაათავისუფლეს

ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ინალ ჯაბიევის მკვლელობის საქმეში ბრალდებული ოთხი პირი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, დაკავებულთა საქმეები გადაკვალიფიცირდა, როგორც საშუალო სიმძიმის დანაშაული და ისინი სამხრეთ ოსეთიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში სოციალურ-პოლიტიკური ვითარების არასწორი ინტერპრეტაციისა და ხელოვნური ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, გენერალური პროკურატურა აცნობებს საზოგადოებას, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო ექსპერტიზის განმეორებითი კომისიის შედეგების მიღების შემდეგ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეჭვმიტანილი ოფიცრები, რომლებსაც ინალ ჯაბიევის, გერსან ყულუმბეგოვისა და ნიკოლაი ცხოვრებოვის მიმართ ძალადობის გამოყენების შესახებ ედებათ ბრალი. შეეცვალათ მუხლის კვალიფიკაცია საშუალო სიმძიმის კატეგორიის დანაშაულისთვის- სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადაჭარბების მუხლით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. პროკურატურამ ასევე აღნიშნა, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალი წაუყენეს შსს-ს შვიდ თანამშრომელს. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს საშუალო სიმძიმის დანაშაულისთვის ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის ვადას ექვსი თვის განმავლობაში , ოთხი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებას ცვლის და რესუბლიკიდან გაუსვლელობის ხელწერილით ათავისუფლებს“, - აღნიშნილია განცხადებაში. დე ფაქტო სამართალდამცველები იქვე განმარტავენ, რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას არ ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ დაკავებულები ექვს თვეზე მეტია უკვე იზოლატორში იმყოფებიან და მათ ამის გამო შიმშილობის აქცია ორჯერ გამოაცხადეს. ინალ ჯაბიევის მკვლელობის საქმეზე თავიდან მილიციის რვა ოფიცერი დააკავეს, ჯერ ორი პირი გაათავისუფლეს ახლა კი მათ რიცხვს კიდევ ოთხი დაემატა. ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში პოლიტიკური კრიზისი გასული წლის აგვისტოში დაიწყო. 30 წლის ინალ ჯაბიევი 2020 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე. ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში. ინფორმაციას, რომ ინალ ჯაბიევის სიკვდილი, სავარაუდოდ, გამოიწვია იზოლატორში მისმა ცემამ და წამებამ, საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასობრივი მღელვარების გამო გადადგა დე ფაქტო მთავრობა, ადგილობრივი მილიციის რამდენიმე თანამშრომელი დაკავებულია და სასამართლოს ელოდება. გასული წლის 4 დეკემბერს ...
წყარო

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 4 თვის წინ

Нора

თელავი
  • 9 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 7 საათის წინ

Liza

თბილისი
  • 11 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lata

თბილისი
  • 6 დღის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 3 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 3 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 1 დღის წინ

Ирина

თბილისი
  • 3 დღის წინ

Milana

თბილისი
  • 9 თვის წინ