მარია ზახაროვა „საქართველოსა და მის მფარველებს“ არაკონსტრუქციული პოზიციისთვის ადანაშაულებს

რუსეთმა 7 ივნისს ოფიციალურად დატოვა „ღია ცის“ ხელშეკრულება, რომელშიც იგი 2002წლიდან მონაწილეობდა. მოსკოვის ამ ნაბიჯს თავის ტელეგრამის არხის საშუალებით გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა, რომელმაც „ღია ცის“ ხელშეკრულების დატოვების მიზეზად აშშ-ის, საქართველოსა და რიგი სხვა ქვეყნების „არაკონსტრუქციული პოზიცია“ დაასახელა. „საქართველოს მხარემ ჯერ კიდევ 2012 წელს შეწყვიტა რუსეთის მონაწილოებით (სადამკვირვებლო) მისიის მიღების მხრივ რუსეთის ფედერაციის წინაშე ნაკისრი თავის ვალდებულებების შესრულება, რისთვისაც იშველიებდა იმას, რომ ჩვენ არ ვაძლევდით სახელმწიფო საზღვის გასწვრივ მდებარე კავკასიის ორ მანაკვეთზე, 10 კილომეტრიან ზონაში ფრენის უფლებას. ჩვენ კი გამოვდივართ იქიდან, რომ „ღია ცის“ ხელშეკრულების თანახმად, სადამკვირვებლო ფრენები ხორციელდება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის (რომლებიც არ არიან ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნები) საზღვრებიდან არ უახლოეს 10 კილომეტრიან ზონაში", - აცხადებს ზახაროვა. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თანახმად, აშშ-მა საქართველო და შეთანხმების მონაწილე სხვა ქვეყნები მისი დაღვევისკენ წააქეზა. ამასთან მოსკოვში ამბობენ, რომ მზად იყვნენ დაეშვათ ფრენები მოსკოვის მიერ აღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საზღვრების მახლობლად. საქართველოში კი აცხადებენ, რომ მოსკოვის ასეთი მიდგომა ძირშივე ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთი საქართველოს არ აძლევდა უფლებას გადაეფრინა მოსკოვის მიერ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებული მისი რეგიონების, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს თავზე და რუსეთის საზღვრის მახლობლად 10 კილომეტრის ზონაში განეხორციელებინა სადმკვირვებლო ფრენები. მოსკოვის ასეთი მიდგომის გამო საქართველომ 2012 წელს შეაჩერა თავისი მონაწილეობა ხელშეკრულებაში, რომელიც შეიარაღების კონტოროლის ერთ-ერთ ეფექტიან ინსტრუმენტად ითვლებოდა, სხვა ცივი ომის შემდგომ შეთანხმებებთან ერთად. 7 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც ოფიციალურად გაფორმდა რუსეთის გასვლა „ღია ცის“ ხელშეკრულებიდან. ხელშეკრულება ქვეყნებს საშუალებას აძლევს, ერთმანეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ინფორმაცია მოაგროვონ გამჭვირვალობის გასაზრდელად. მანამდე ეს შეთანხმება აშშ-მა დატოვა. ...
წყარო

Anka

თბილისი
  • 9 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 10 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 10 საათის წინ

Elena

თბილისი
  • 14 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 7 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 10 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 6 საათის წინ

анастасия

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 1 საათის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 8 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ