საპარლამენტო პარტიების ხელმოსაწერად გამოქვეყნდა ნატოში ინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადება

საქართველოს პარლამენტმა გამოაქვეყნა ნატოში ინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადება, რომელსაც ხელი უნდა მოაწერონ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილმა პარტიებმა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები სრულად იზიარებენ იმ ფასეულობებს, რომლებსაც ემყარება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია და აცხადებენ, რომ საქართველოს ნატოს წევრობისთვის აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, განაგრძობს თავდაცვითი შესაძლებლობების განმტკიცებას და ახორციელებს პროგრესს ნატოსთან სრული თავსებადობის მისაღწევად: „ერთხმად ვადასტურებთ, რომ ნატოს წევრობა არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უმთავრესი ინტერესი და ეფუძნება ერთსულოვან, ფართოპოლიტიკურ და საზოგადოებრივ მხარდაჭერას. გამოვხატავთ მადლიერებას ალიანსისა და მისი წევრი სახელმწიფოებისადმი არსებითი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის, რაც საშუალებას იძლევა, საქართველომ გაზარდოს მედეგობა და ალიანსთან ურთიერთთავსებადობა, აგრეთვე მოემზადოს ნატოს წევრობისთვის. მოვუწოდებთ ნატოს და მის წევრ სახელმწიფოებს, განაგრძონ საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობა, ვინაიდან ქვეყანა ემზადება საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების მიერ ერთობლივად შეთანხმებული, დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის გამიზნული, ამბიციური რეფორმების განხორციელებისთვის, ასევე უზრუნველყონ უფრო მტკიცე დახმარების გაწევა და გამოცდილების გაზიარება მზარდი და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში. ხაზგასმით აღვნიშნავთ შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. ბოლო წლების განმავლობაში, ფართო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარემო საგრძნობლად გაუარესდა. რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას და რეგიონის ქვეყნების დემოკრატიებს. არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, შავი ზღვის რეგიონში ნატოს ჩართულობა, როგორც მნიშვნელოვანი შემაკავებელი და მასტაბილიზებელი ფაქტორი, უწინდელზე გაცილებით მეტ მნიშვნელობას იძენს. მივესალმებით ამბიციურ ანგარიშს „ნატო 2030: გაერთიანებულები ახალი ეპოქისათვის“ და გამოვთქვამთ იმედს, რომ ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფცია სათანადოდ ასახავს ამ მოხსენების რეკომენდაციებს ღია კარის პოლიტიკის, შავი ზღვის შესახებ ნატოს ხედვისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მისი როლის თაობაზე. გამოვხატავთ საერთო ერთგულებას უფრო ძლიერი ნატოსადმი, რომელიც მოქმედებს თავისუფლების მოყვარე ერების, მათ შორის, საქართველოს, მშვიდობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის დასაცავად. ხაზგასმით აღვნიშნავთ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობას საქართველოს ალიანსში გაწევრებასთან დასაახლოებლად. საქართველოს და აღმოსავლეთ ევროპის სხვა, ნატოს წევრობის მოსურნე ქვეყნების ნატოში გაწევრიანება გ...
წყარო

Qrtusa

თბილისი
  • 9 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 9 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 8 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 6 საათის წინ

Mila

თბილისი
  • 14 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 12 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 6 საათის წინ

Anna

თბილისი
  • 10 საათის წინ

Ирина

თბილისი
  • 2 დღის წინ

Inga

თბილისი
  • 7 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 3 თვის წინ