დიდი ამცრელი ცენტრების ნაწილის სავარაუდო მდებარეობა უკვე ცნობილია

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ერთ კვირაში უნდა შეიმუშაოს ინტენსიური ვაქცინაციის და მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზების გეგმა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს დავალება ჯანდაცვის სამინისტროს პრემიერ-მინისტრმა მისცა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე. მთავრობის თანახმად, წლის ბოლომდე საქართველოში მობილიზებული იქნება 3,6 მილიონზე მეტი ვაქცინა, ამიტომ მასობრივი ვაქცინაციისთვის აქტიური მზადება უნდა დაიწყოს. წინასწარი ინფორმაციით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები ივლისიდან გაიხსნება. საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ მინიმუმ 3-4 დიდი ამცრელი სივრცე შეიქმნება თბილისში და თითო-თითო ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში. გამყრელიძის ინფორმაციით, ამ მიზნით თბილისში აქტიურად მუშაობენ საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიასთან“ მისი პავილიონების გამოსაყენებლად, ასევე, „ჰუალინგის“ ცენტრთან, რამდენიმე სპორტულ დაწესებულებასა და მოლებთან. ამირან გამყრელიძის თანახმად, დიდი ამცრელი ცენტრები იმუშავებენ როგორც წინასწარი ონლაინდაჯავშნის, ისე „ცოცხალი რიგის“ სისტემით, რადგან განსაკუთრებით სოფლებში მოქალაქეებს უჭირთ ონლაინრეგისტრაცია. ასევე, იგეგმება მუნიციპალური ცენტრებიდან მოშორებულ სოფლებში მობილური ამცრელი ბრიგადების გამოყენება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, ამჟამად კოვიდინფექციის საწინააღმდეგო აცრა კეთდება 132 სამედიცინო დაწესებულებაში, 250 ბრიგადით და მათი საერთო გამტარუნარიანობაა დღეში, დაახლოებით, 7 ათასი აცრა. ივნისის ბოლომდე ბრიგადების რიცხვი 400-მდე უნდა გაიზარდოს. ივლისამდე არსებული ვაქცინების მარაგის სრულად ასათვისებლად საჭიროა დღეში 6 ათასი აცრა. ამჟამად საშუალოდ 5000 აცრა კეთდება. ამირან გამყრელიძის განცხადებით, სამიზნე მაჩვენებელზე გასასვლელად ივლისიდან საჭირო იქნება დღეში 20-25 ათასი აცრის გაკეთება. მისივე თქმით, ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით, საქართველო ელოდება ვაქცინების სამ მილიონზე მეტ დოზას და ქვეყანა შეძლებს მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას, ამიტომ დაწყებულია რეგიონების მიხედვით მზადყოფნაზე მუშაობა. საქართველოში 15 მარტიდან გაკეთებულია 178 738 აცრა. სრულად, ორივე დოზით ვაქცინირებულია 51 248 მოქალაქე. ...
წყარო

Mila

თბილისი
  • 14 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 18 საათის წინ

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 18 საათის წინ

Катя

თბილისი
  • 12 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 3 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 18 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Ella

თბილისი
  • 18 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 3 დღის წინ