HRW: ქვეყნებმა, რომლებიც ავღანეთს ტოვებენ, უნდა დააჩქარონ მათთან მომუშავე ადგილობრივი პერსონალის უხიფათოდ გაყვანა

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოჩი“ დაჟინებით მოუწოდებს ქვეყნებს, რომლებიც საერთაშორისო მისიის დასრულების შემდეგ ავღანეთს ტოვებენ, რათა ავღანეთიდან მათი უხიფათოდ გაყვანისა და თავიანთ ქვეყნებში თავშესაფრის უზრუნველყოფის მიზნით, სასწრაფოდ იზრუნონ ადგილობრივი პერსონალისათვის ვიზების გაცემაზე. ამ მოწოდების ადრესატები არიან აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, გერმანია, ნიდერლანდი და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოები, რომლებმაც 11 სექტემბრამდე უნდა დატოვონ ავღანეთი, სადაც 20 წლის განმავლობაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო სამხედრო მისია მიმდინარეობს. საუბარია ავღანელ თარჯიმნებზე, საერთაშორისო მისიებისა და საელჩოების სხვა ადგილობრივ თანამშრომლებზე, რომლებსაც ექსტრემისტების მხრიდან საფრთხე ემუქრებათ. „ავღანელები, რომლებიც საერთაშორისო სამხედრო ძალებთან და საელჩოებში მუშაობდნენ, თალიბების მხრიდან შურისგების უდიდესი რისკის წინაშე დგანან. ავღანეთიდან მიმავალმა ქვეყნებმა უნდა აიღონ იმ ავღანელებზე დახმარების პასუხისმგებლობა, რომლებსა საერთაშორისო ძალებთან თანამშრომლობის გამო საფრთხე ემუქრებათ“, - განაცხადა პატრიცია გოსმანმა, „ჰიუმან რაითს ვოჩის“ აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილემ. თალიბები პირობს დებენ, რომ არაფრის შიში არ უნდა ჰქონდეთ იმ ავღანელებს, რომელიც ადრე უცხოეთის სამხედრო ძალებთან ერთად მუშაობდნენ, თუ საერთაშორისო სამხედრო ქვედანაყოფების გასვლის შემდეგ „ისინი თავიანთი წარსულ საქმიანობას მოინანიებენ და მომავალში აღარ მიჰყოფენ ხელს ისეთ საქმეს, რაც ქვეყნისა და ისლამის ღალატის ტოლფასია“, - განაცხადეს 7 ივნისს ექსტრემისტულ დაჯგუფებაში. აშშ და ნატო 1 მაისს ოფიციალურად იწყებენ ავღანეთიდან თავიანთი ჯარების დარჩენილი ნაწილების გაყვანას. გაუგებარია, რა მომავალი ექნება ქვეყანას, სადაც ოცწლიანი ომის შემდეგ სამშვიდობო შეთანხმების უქონლობის პირობებში, ძალადობა კვლავ მატულობს. აშშ-ის 3500 სამხედრო და 7000-მდე ნატოელი ჯარისკაცი 11 სექტემბრამდე დატოვებს ავღანეთს და დაასრულებს უცხოეთის ჯარების ოცწლიან ყოფნას. აშშ-ის და ნატოს ჯარებმა, ასევე სამხედრო აღჭურვილობამ, დაიწყო ავღანეთის დატოვება, მაგრამ ვაშინგტონის და თალიბანის 2020 წლის შეთანხმებით, 1 მაისს ჯარების გასვლა უნდა დასრულებულიყო. შეშფოთების ფონზე, რომ თალიბანმა უცხოეთის ჯარების გასვლის დროს მათზე თავდასხმა შეიძლება განახორციელოს, ნატომ ოფიციალურად განაცხადა, რომ ამგვარ ქმედებას მძლავრი პასუხი მოჰყვება. ...
წყარო

Lizi

თბილისი
  • 5 დღის წინ

Inga

თბილისი
  • 7 თვის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 16 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Kristina

თბილისი
  • 1 საათის წინ

Tata

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Sofia

თბილისი
  • 8 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 5 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 9 თვის წინ