შუქრუთელებმა მშრალი შიმშილობა შეწყვიტეს

შუქრუთელებმა, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ მიმდინარე მოლაპარაკების ფონზე, მშრალი შიმშილობა შეწყვიტეს. „მოლაპარაკებები მიმდინარეობს, იმედიანად ვართ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას შუქრუთელების პროტესტის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ნეფარიძემ. შუქრუთის მცხოვრებლებმა, რომლებიც 29 დღეა შიმშილობენ, სითხის მიღება დაიწყეს. ისინი ამერიკის საელჩოს წინ რჩებიან და მოითხოვენ მათი საცხოვრებელი სახლებისთვის მიყენებული ზარალის გამჭვირვალე შეფასებას სამხარაულის ბიუროს მიერ, რათა სოფლიდან განსახლებისთვის კომპენსაცია მიიღონ. ასევე ნახეთ "უყურადღებობა უფრო მტკივნეულია" - მშრალი შიმშილის ერთი დღე „სანამ არ გაფორმდება ხელშეკრულება, ოფიციალურად, მანამდე დავრჩებით აქ, რა თქმა უნდა“, - თქვა გიორგი ნეფარიძემ. 7 ივნისს, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ ფეისბუკის გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ პროტესტის მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს: „7 ივნისს კონსტრუქციული მოლაპარაკებები შედგა პროტესტის მონაწილეებსა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის. ასევე ნახეთ „ჯორჯიან მანგანეზს“ სამხარაულის ბიუროსთვის შიმშილობის აქციაში მონაწილე შუქრუთელების მოთხოვნით ჯერ არ მიუმართავს დღის მანძილზე რამდენიმე დიალოგი გაიმართა პროტესტის მონაწილეებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის, რომლის შედეგების ასახვას მხარეები იმედოვნებენ იურიდიული დოკუმენტით“. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის 10 ოჯახის წარმომადგენლები თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან მეათე დღეა, რაც პროტესტს მართავენ. მათი პროტესტი სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან ჯერ კიდევ თებერვალში დაიწყო და 30 მაისს თბილისში გადმოინაცვლა. მოშიმშილეების ნაწილმა, ხუთმა კაცმა და სამმა ქალმა, პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ...
წყარო

Lika

თბილისი
  • 28 დღის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 8 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 19 საათის წინ

Teona

თბილისი
  • 7 თვის წინ

Ella

თბილისი
  • 19 საათის წინ

Elza

თბილისი
  • 3 დღის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 14 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 12 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 19 საათის წინ

Tako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Mariko

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 9 თვის წინ