UNICEF-ი პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის პროცესს აფასებს

გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებით, ბავშვების ინსტიტუციებიდან გამოყვანისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა. UNICEF-ი მზად არის დაეხმაროს მთავრობას, დიდი ინსტიტუციებიდან ბავშვების ოჯახურ და თემზე დაფუძნებულ მზრუნველობაში გადაყვანაში. ამასთან, ორგანიზაციის განცხადებით, გამოძიება უნდა წარიმართოს ბავშვზე მორგებულად. „ბავშვების მიმართ ნებისმიერი სახის ფიზიკურ თუ სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება სწრაფად და ბავშვზე მორგებული პროცედურების დაცვით უნდა ჩატარდეს. შესაბამის საგამოძიებო პროცედურებში ჩართული ბავშვები დაცული უნდა იყვნენ: მათი ტრავმირება და ვიქტიმიზაცია ყველანაირად უნდა იქნას თავიდან არიდებული. აღნიშნულ პროცესში მათ უნდა მიეწოდოთ იურიდიული დახმარება და სრულად მიენიჭოთ ყველა სხვა საჭირო გარანტია“, - ნათვამია იუნისეფის განცხადებაში. სადაც ასევე ვკითხულობთ, რომ ინსტიტუციებში მოთავსებულ ბავშვებს ძალადობის ან უდიერი მოპყრობის შესახებ ხმის მიწვდენის საშუალება უნდა ჰქონდეთ. ასევე ნახეთ დატოვებს თუ არა ნინოწმინდის პანსიონს ყველა ბავშვი? „გაეროს ბავშვთა ფონდი გამოხატავს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს დეინსტიტუციონალიზაციისა და ოჯახის მხარდაჭერის მომსახურებების შესახებ კონსტრუქციულ დიალოგს. ნებისმიერი სახის მხარდაჭერა უფრო მეტად უნდა იყოს მიმართული ოჯახების გაძლიერებისკენ და ბავშვების ოჯახებში შენარჩუნებისაკენ, ვიდრე დიდი ზომის ბავშვთა ინსტიტუციების დაფინანსებისკენ“, - ნათქვამია განცხადებაში. ასევე ნახეთ მიტროპოლიტი ნიკოლოზი ჟურნალისტებისგან პანსიონის დასაცავად მოითხოვს რკინის კედლის აღმართვას ნინოწმინდის პანსიონატიდან, ბოლო ორ დღეში გაყვანილი მოზარდები აღმზრდელების მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე ჟურნალისტებთან ლაპარაკობენ. ისინი ასახელებენ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს და აღწერენ დასჯის იმ მეთოდებს, რომლებსაც აღმზრდელები ბავშვების მიმართ იყენებენ. ბოლო ცნობით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატიდან უკანასკნელ დღეებში 20 მოზარდია გამოყვანილი. მათ შორის, შვიდი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი. მოზარდების პანსიონატიდან გაყვანის პროცესი ზრუნვის სააგენტომ 4 ივნისს დაიწყო. ასევე ნახეთ გოჩა, იგივე გრიგოლი, იგივე მეუფე სპირიდონი - პანსიონატის ბოქლომი ნინოწმინდის პანსიონატი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2 ივნისს, სახალხო დამცველის კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადების შემდეგ მოექცა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში პანსიონატში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული. სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ლაპარაკობდა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონატის კედლებს მიღმა სავარაუდ...
წყარო

♥eleniko♥

თბილისი
  • 14 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 8 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 31 წუთის წინ

Diko

თბილისი
  • 2 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 14 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 14 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 31 წუთის წინ

Kato

თბილისი
  • 7 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 9 თვის წინ